- რას იტყოდით კვიპროსული კლუბების წლევანდელ გამოსვლაზე?
- "აპოლონს" და აპოელ-ს მეტის მიღწევაც შეეძლოთ, თუმცა მე მაინც ვერ დავარქმევდი ამას ჩავარდნას. მეტოქეები ძლიერები იყვნენ, კლუბებმა კი გამოცდილება შეიძინეს. აპოელ-ისგან აშკარად მეტს ველოდი. მე ვიყავი მათ თამაშზე "მაქაბის" წინააღმდეგ და არ მომეწონა გუნდის გამოსვლა. მეგონა, აპოელ-ი უფრო აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებდა. სამწუხაროდ, ეს ვერ ვნახე.
- სამწუხაროდ, ეკონომიკური პრობლემები თავის გავლენას ახდენს. საუბარია წლების განმავლობაში არსებული კლუბების ფუნქციონირებაზეც კი. ამიტომ მათგან სასწაულების მოხდენის მოთხოვნა გადაჭარბებული ამბიცია მგონია. ეს პრობლემები შარშან და შარშანწინ არ დაწყებულა, მაგრამ ფაქტია, რომ უკან მივდივართ.
- ანუ კვიპროსული ფეხბურთის დონე დაეცა?
- სამწუხარო ფაქტია, კლუბების დიდ ნაწილს პრობლემები აქვს, მხოლოდ თითო-ოროლა კლუბი ინარჩუნებს სტაბილურობას. ახლა რომ ფეხბურთელები თამაშობენ კვიპროსის ჩემპიონატში, ხუთი წლის წინ მათ ტესტებზე დაიწუნებდნენ.
- საკუთარ კარიერაზე რას გვეტყვით?
- უწინ 24 საათის განმავლობაში ფეხბურთში ვიყავი ჩაფლული, ახლა კი სანაკრებო მატჩები 1-2 თვეში ერთხელ გვიწევს. დატვირთვა ძალიან მიყვარს, თუმცა ადამიანურ ნორმებში.
მივიღე გადაწყვეტილება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეს ორი წელიწადი ჩემთვის ბოლო იქნება. მერე კი ვნახოთ, რა იქნება.
ასევე იხილეთ:
კახა კალაძე: თემურ ქეცბაია ნაკრებში უნდა დარჩეს