"ეს ხმები აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს. კონფიდენციალური წყაროს მიერ მოყვანილი ცნობა არ არის სიმართლე.
ამან ცუდი რეაქცია გამოიწვია საქართველოში, რადგან კვიპროსული ინფორმაცია ქართულმა მედიამაც აიტაცა. ასეთი რამ არ იგეგმება და მხოლოდ პრობლემას უქმნის თემურს.
ძალიან ცუდია, რომ ამას ზოგიერთები იყენებენ. სირცხვილი მათ", - ნათქვამია ქეცბაიას ოჯახის განცხადებაში, რომელსაც "თემა ონლაინი" გვთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ "სპორტალმა" გამოაქვეყნა ShowTime-cy-ს
ეს ინფორმაცია მოწოდებულია ანონიმი წყაროს მიერ, რომელიც კვიპროსული საიტის ცნობით, "ანორთოსისში" მუშაობს და ვინაობის გამხელა არ სურს.
იხილეთ: ShowTime-cy: 9 იანვარს თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაინიშნება!
შეგახსენებთ, რომ 45 წლის სპეციალისტმა "ანორთოსისში" ფეხბურთელობისას 1992-94 და 2002-06 წლები გაატარა. 2004-06 წლებში ის კლუბის მოთამაშე-მწვრთნელი იყო, 2009 წელს კი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა.