საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ყატარმა გადაუსწრო

AutoSharing Option
16 იანვარს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრები კვლავ ასეულს მიღმააა, თუმცა "ჯვაროსნებმა" მდგომარეობა კიდე უფრო გაიუარესეს და ერთი ადგილით დაქვეითდნენ.

ჩვენს ნაკრებს, რომელსაც 330 ქულა აქვს და 102-ე ადგილზე იმყოფება, ამჯერად ყატარის ეროვნულმა გუნდმა გადაუსწრო (101-ე ადგილი; 333 ქულა).

საუკეთესო ოცეულში კი, წინა თვესთან შედარებით, ცვლილებები არაა. ლიდერობას კვლავ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ინარჩუნებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველა სფეროში ჩვენი საქმე უკან რატო მიდის? ნერვები მეშლება, ყველგან წარუმატებელი ქვეყანა ვართ! :(
0
ეგრე , ჩილეს ნაკრები 15 ადგილზეა. გააჩნია ამ წელს რა მეტოქეები შეხვდნენ , გუნდებს არ მეთანხმებით ?! ქეცბაიას საკბენად რომ დებთ ყოველთვის მსგავს სტატიებს. ყატარს ვინ შეხვდა , ზიმბაბვეს და კიდევ რავიცი მსგავსი ნაკრებები არა ?! ჩვენ ესპანეტი საფრანგეთი გვყავდა ჯგუფში. ვახ რა გეშველებათ
SHUKOVANI
18:04 16-01-2014
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული