როგორ უყვართ თემურ ქეცბაია კვიპროსში [VIDEO]

AutoSharing Option
21 იანვარს კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში "ანორთოსისის" ლეგენდები შეიკრიბნენ და საქველმოქმედო მატჩი გამართეს ფუტსალში.

ერთ დროს კვიპროსული გრანდის ლეგენდარული ფეხბურთელებიდან ყველაზე დიდი აპლოდისმენტები თემურ ქეცბაიამ დაიმსახურა.

ის დარბაზში "ანორთოსისის" 14-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტები არ წყდებოდა კარგა ხანს. ამის შემდეგ ეკრანზე აჩვენეს ვიდეორგოლი თემურის საფეხბურთო კარიერიდან. შემდეგ კი ყველაფერი ერთმანეთში აირია, დარბაზი ლამის ჩამოინგრა - ამ კლუბსა და ქეცბაიას შორის ორმხრივი სიყვარულია, რომელიც სამუდამოა.

"მადლობა, რომ ლეგენდებში მოვხვდი. "ანორთოსისი" ჩემთვის ოჯახივითაა. ძალიან მინდა, გუნდი ისევ ძველ სიმაღლეებს დაუბრუნდეს", - როგორც ყოველთვის, სიტყვაძუნწი იყო კაცი, რომელიც თავისი საქმით ლაპარაკობდა - წერს "თემა ონლაინი".

თავად ქეცბაიამ 2 20-წუთიან ტაიმში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.



იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
კვიპროსელი ფანები თემურ ქეცბაიას: "დარჩი ჩვენთან სამუდამოდ!"
მკითხველის კომენტარები / 3 /
VGONEB, BERDZNUAD UFRO KARGAD LAPARAKOBS )))
MIKA
10:45 23-01-2014
0
თემურ გულში ხარ!
gaixare
01:49 23-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული