სფფ-ის განმარტება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაზე

AutoSharing Option
სფფ-მ საჭიროდ მიიჩნია კიდევ ერთი განმარტების გაკეთება ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებით - საკითხში უფრო მეტი სიცხადის შესატანად

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და საზოგადოებაც ამის შესახებ ინფორმირებულია, სფფ-მ საჭიროდ მიიჩნია კიდევ ერთი განმარტების გაკეთება - საკითხში უფრო მეტი სიცხადის შესატანად.

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა წერილი-განცხადება, რომელიც 28 იანვარს მინისტრმა ფედერაციის პრეზიდენტს გამოუგზავნა.

იხილეთ: ლევან ყიფიანის წერილი ზვიად სიჭინავასადმი ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებით

შესავალში
მითითებულია, რომ ეს წერილი სფფ-ში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა.

რეალურად კი, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქეცბაიას კონტრაქტის სახელფასო პირობებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, სფფ-მ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებას ამიერიდან ფეხბურთის ფედერაცია გადაიხდის.

დანართის სახით გთავაზობთ წერილებს, რომლებიც ფედერაციისგან სამინისტროს 27 და 29 იანვარს გაეგზავნა და სადაც დეტალურადაა გაწერილი 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები და ხარჯვის სავარაუდო განაწილება.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სფფ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

სფფ-ის პრესსამსახური

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ ხედავთ თავს ვერ ართმევთ გადადექით ფედერაციაც და სამინისტროც თორემ დაიღუპა ქართული ფეხბურთი
ROMAN
16:10 04-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული