კახი კალაძე: მთავარი მწვრთნელის ხელფასის გადახედვა უნდა მოხდეს

AutoSharing Option
ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაციის შესაბამისი უნდა იყოს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ყოფილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ 4 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი მწვრთნელის ხელფასის გადახედვა უნდა მოხდეს.

"მე ვიყავი წარსულში სპორტსმენი და ფეხბურთელი. ხელფასს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ მთავარი მწვრთნელის ხელფასი უნდა იყოს იმ შესაბამისობაში, რა რეალური სიტუაციაც არის ქვეყანაში.

სოციალურ პრობლემებს ვგულისხმობ და ალბათ, უნდა მოხდეს ხელფასის გადახედვაც.

კონკრეტულად არ ვიცი, რამდენი აქვს მთავარ მწვრთნელს, მაგრამ ვფიქრობ, მოხდება გადახედვა"
, - აღნიშნა
კალაძემ.

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. ამის შესახებ გაზეთი "ლელო" წერს. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 2,52 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხას აქამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იხდიდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მწვრთნელს ხელფასს ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის. წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მოსახმარი თანხა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დაურიგდებათ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:
სფფ-ის განმარტება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაზე
უცვლელად: ყიფიანის წერილი სიჭინავასადმი ქეცბაიას ხელფასზე
მორჩა, სახელმწიფო თემურ ქეცბაიას ხელფასს აღარ გადაუხდის!
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯიპებისთვის და გართობისთვის არის თანხები,მაგრამ ფეხბურთისთვის არა! რაგბი ფეხბურთს ვერ შეცვლის.მხოლოდ წარმატებას ფეხბურთში შეუძლია ერის ძლევამოსილება!ეს იციან და გამიზნულად ებრძვიან!
fani
11:30 05-02-2014
0
ყველაზე წარმატებული ნაკრების (ვ.მაისურაძე)მწვრთნელებს არ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება?ერთი იკითხეთ ანალოგიურ შედეგზე როგორი პრემიებია მეზობელ ქვეყნებში?(თურქეთში,აზერბაიჯანში რუსეთში)ვის მოუგია ჰოლანდიისთვის,ინგლისისთვის! დაასახელეთ ერთი!
tifozi
11:16 05-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული