თემურ ქეცბაიას ეროვნულ ნაკრებში ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ხელფასი 30%-ით შეუმცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელფასის შემცირება ქეცბაიასთან შეთანხმებით მოხდა.

"არავის ეგონოს, ჩვენ ხელფასი იმიტომ შევამცირეთ, რომ სახელმწიფოს ნაცვლად ჩვენ ვიხდით მის ხელფასს. მართლა გასაჭირია და ამან განაპირობა",
- აღნიშნა სიჭინავამ.

ამასთან, როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ქეცბაიასთვის ხელფასის გადახდა სამ ეტაპად მოხდება.

"25 იანვრამდე იყო ლაპარაკი ქეცბაიას ხელფასზე. მისთვის ხელფასის გადახდა არაფრის ხარჯზე არ გვიწევს. ჩვენ, როგორც ნორმალური ორგანიზაცია,
ვგეგმავთ ჩვენს სახელფასო ფონდს წლის ბოლოსთვის.

სულ იყო ლაპარაკი მის ხელფასზე და მოვითხოვეთ, რომ ამის გადაწყვეტის საშუალება შიგნით მოგვცემოდა. შესაბამისად, ქეცბაიასთან ჩვენ ვილაპარაკეთ და გადაწყდა, რომ ხელფასი 30%-ით შეუმცირდება.

ასევე, მისთვის ხელფასის გადახდა სამი ეტაპად მოხდება 2014 წელს, რადგან ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყოველთვიურად ვუხადოთ ხელფასი. ჩვენ ამ წლის ბოლო ხელფასის ბოლო ნაწილს 2014 წლის დეკემბერში ჩავურიცხავთ",
- აღნიშნა სიჭინავამ.

ამასთან, ქეცბაიას აქამდე ხელფასს უხდიდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ქეცბაიასა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წლიური ხელფასი 2 მილიონ 520 ათასს შეადგენდა.

წყარო: interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
უჰ აწი კი განვითარდება ბავშვთა ფეხბურთიც და ყველაფერიც! რამდენს ჭამდნენ ბიჭო რამდეეენს!
giorgi
18:06 11-02-2014
0
ძალიან გახარებულები ნუ იქნებით ხელფასის შემცირებით, ქეცბაიას 10 მილიონი უკვე აღებული აქვს... შემცირების შედეგად 1.8 მილიონი წელიწადში მაინც ექნება, რაც თვეში 150 000 ლარია... ზალიან ბევრია იმის ფონზე, რომ ბოლო 3 წელიწადში ერთადერთი ოფიციალური თამაში მოიგო
giorgi
17:55 11-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული