საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში კვლავ დაღმასვლას განიცდის

AutoSharing Option
13 თებერვალს ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 103-ე ადგილზე იმყოფება.

ჩვენი ნაკრები კვლავ ასეულს მიღმა დარჩა და წინა რეიტინგის შემდეგ ერთი ადგილით დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც 325 ქულა აქვს, ამჯერად ლიტვის ეროვნულმა ნაკრებმა გადაუსწრო (102-ე ადგილი, 326 ქულა).

საუკეთესო ათეულში კი მცირე ცვლილებებია. პირველ სამ ადგილს, შესაბამისად, ესპანეთის, გერმანიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები იკავებენ, ხოლო კოლუმბიის, ურუგვაის, იტალიისა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდები თითო ადგილით დაქვეითდნენ, თუმცა ათეულში ადგილი არ დაუკარგავთ.

შვეიცარიის ნაკრებმა კი 2 საფეხურით წინ გადაინაცვლა და
რეიტინში მე-6 ადგილს იკავებს.

ასევე თითო ადგილით წინ გადაინაცვლეს პორტუგალიისა და ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებებმა. შესაბამისად, მე-4 და მე-9 ადგილებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნის, სომხეთის ნაკრები 771 ქულით 30-ე ადგილზეა. ჩვენი მეზობლები 8 საფეხურით დაწინაურდნენ და რეიტინგში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს გადაუსწრეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაა, რუსეთო 20კაში არ არი?
მა რუსეთს რაა????
isaka
19:20 13-02-2014
0
კლიპონ! რეიტინგი თამაშების რაოდენობაზეა გათვლილი!რაც მეტ თამაშს გამართავ მით მეტი ქულა დაგეცერება!
David
18:22 13-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული