თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ჭანტურია და ყაზაიშვილი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2014 წლის პირველ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს.

ეროვნული ნაკრები 5 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება.

წლის სადებიუტო მატჩისთვის მოსამზადებლად ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 3 მარტიდან შეიკრიბებიან.

თემურ ქეცბაიამ ამხანაგური თამაშისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია: არნემის "ვიტესის" წევრი ვალერი ყაზაიშვილი და რუმინეთის "კლუჟის" ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ვალეტა", მალტა), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), გია გრიგალავა ("ანჟი",
რუსეთი), ლაშა სალუქვაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი) დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე - "დინამო", თბილისი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( "კარპატი" ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - "დნიპრო", უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი ("ჩერნომორეცი" ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი)

საქართველოსა და ლიხტენშტეინის საფეხბურთო ნაკრებთა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 მარტს, 18 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი თავდამსხმელით ითამაშებს ქეცბაია და ეს იქნება ჭანტურია. სხვა არ არსებობს უბრალოდ იცის რო ჭანტურიას კაცის მოტყუება და საჯარიმოს მისადგომებიდან თამაში შეუძლია.და კიდე იცის თავის ნახევარდაცვის ბედოვლათი თამაშის ამბავი და ეხლა ეძებს გამოსავალს ნახოს ისეთი შემტევი რომელსაც კაცის მოსმაც კარშდარტყმაც შეუძლია დარტყმა. ეგ არი და ეგ თუარა მაგ ჭანტურიას ასი წელი არ დაუძახებდა უბრალოდ იცის რომ ერთადერთი კაცია რომელსაც დღეს ნაკრებში შეტევის გამწვავება შეუძლია.ისე მოვა დრო და გიოს გარშემო მაგარი გუნდი აშენდება ძალიან მაგარი 4 ან 5 წელი დაჭირდება ამ საქმეს მარა მჯერა რო მაგარი გუნდი გვეყოლება და სახელმწიფოც თავის წვლილს შეიტანს ფეხბურთის მხარდაჭერაში.როგორც ვიცი ამაზე მიდის მუშაობა და ძაან მალე აკადემიებიც გაიხსნება სხვადასხვა რეგიონებში ეს აუცილებელია.
qutaiseli
19:34 22-02-2014
0
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ.
isaka
15:32 22-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული