ჩვენი მეტოქე თბილისში 4 მარტს, გამთენიისას ჩამოვა. სტუმრები სასტუმრო "რადისონში" დაბინავდებიან და ამავე საღამოს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ.
მათი 18-კაციანი განაცხადი კი ასეთია:
მეკარეები: პეტერ იელე (FC Vaduz), ჩენგიზ ბიცერი (Mersin Idman Yurdu)
მცველები: ფრანც ბურგმეიერი (FC Vaduz), მარიო ფრიკი (FC Balzers), ოლქაი გიური (Gaziantep Buyuksehir Belediyespor), დანიელ კაუფმანი (FC Vaduz), დომენიკო მაკრი (FC Balzers), ივეს ოჰრი (YF Juventus), მარტინ სტოკლასა (FC St.
ნახევარმცველები: ანდრეას კრისტენი (FC Balzers), ბურაკ ერისი (FC Balzers), რობინ გუბსერი (FC Balzers), ნიკოლას ჰასლერი (FC Vaduz), მიშელ პოლვერინო (Wolfsberger AC), სანდრო ვოლფინგერი (Chur 97)
თავდამსხმელები: მარტინ ბუჩელი (FC Unterfohring), ფილიპ ერნე (SC Pfullendor), სეიჰან ილდიზი (FC Balzers).
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლიხტენშტაინის ამხანაგური მატჩი 5 მარტს, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 3 ლარი ეღირება.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირი ეთერით შეძლებთ.
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ჭანტურია და ყაზაიშვილი გამოიძახა