საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად.
უეფას ოფიციალურ საიტს შოტლანდიის ნაკრების თავკაცი გორდონ სტრახანი ესაუბრა:
"ჯგუფში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გერმანიაა, ყოველთვის ამაღელვებელია თამაში. ახლახან ირლანდიელთა თავკაც მარტინ ონილს შევხვდი და ისიც აღელვებულია, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ მხოლოდ ახლა გამოვიყურებით მეგობრულად, მოედანზე სულ სხვანაირად იქნება.
უახლოესი ორი წლის განმავლობაში როგორი სიტუაცია იქნება, წინასწ
წინ ძალიან მძიმე თამაშები გველის, ფეხბურთელებმა წინასწარ უნდა გააანალიზონ ეს. მათთვის სერიოზული ტესტები იწყება.
ჩემი აზრით, თუკი საუკეთესო დონეზე ვითამაშებთ, აუცილებლად მოვხვდებით საფრანგეთში, მაგრამ ასევე ფიქრობენ ირლანდიაში, პოლონეთსა და საქართველოში".
"დეილი ტელეგრაფი" წერს, რომ საქართველოს ნაკრები მე-2 და მე-3 ადგილებისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენტად არ უნდა განიხილონ, რადგან თემურ ქეცბაიას ნაკრებმა ბოლო 8 შეხვედრიდან 7 წააგო".