The Telegraph: საქართველოს ნაკრები სერიოზულად არ უნდა განვიხილოთ

AutoSharing Option
23 თებერვალს ნიცას "აკროპოლისში" ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად.

უეფას ოფიციალურ საიტს შოტლანდიის ნაკრების თავკაცი გორდონ სტრახანი ესაუბრა:

"ჯგუფში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გერმანიაა, ყოველთვის ამაღელვებელია თამაში. ახლახან ირლანდიელთა თავკაც მარტინ ონილს შევხვდი და ისიც აღელვებულია, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ მხოლოდ ახლა გამოვიყურებით მეგობრულად, მოედანზე სულ სხვანაირად იქნება.

უახლოესი ორი წლის განმავლობაში როგორი სიტუაცია იქნება, წინასწ
არ ვინ იცის, თუმცა კარგი იქნება, თუ ჩვენი ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ. საუკეთესო შემადგენლობით შანსი აუცილებლად გვექნება.

წინ ძალიან მძიმე თამაშები გველის, ფეხბურთელებმა წინასწარ უნდა გააანალიზონ ეს. მათთვის სერიოზული ტესტები იწყება.

ჩემი აზრით, თუკი საუკეთესო დონეზე ვითამაშებთ, აუცილებლად მოვხვდებით საფრანგეთში, მაგრამ ასევე ფიქრობენ ირლანდიაში, პოლონეთსა და საქართველოში".

"დეილი ტელეგრაფი" წერს, რომ საქართველოს ნაკრები მე-2 და მე-3 ადგილებისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენტად არ უნდა განიხილონ, რადგან თემურ ქეცბაიას ნაკრებმა ბოლო 8 შეხვედრიდან 7 წააგო".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰოდა ძალიან კარგი, არ გაგვითვალისწინოს და დაემართება ის რაც ერტხელ დაემართათ.
giorgi
00:23 25-02-2014
0
ეუუუჰ არ შეგვიშინებია მსოფლიო? დაანებეთ ამ ფეხბურთს თავი მაინც არაფერი გამოდის. ნუ ახარჯებთ ფულს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული