გორდონ სტრახანი: ქართველებს ახალი ქინქლაძეები არა ჰყავთ, მაგრამ...

AutoSharing Option
23 თებერვალს ნიცას "აკროპოლისში" ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიის და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად.

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გორდონ სტრახანის კომენტარი უეფას ოფიციალურ საიტთან კენჭისყრის შესახებ. სტრახანმა უფრო დეტალურად Emag-თან ინტერვიუში ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრების თემასაც შეეხო.

"საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კარგად იცის ბრიტანული ფეხბურთი. ქართველებს ახლა გიორგი ქინქლაძის დონის ფეხბურთელები აღარ ჰყავთ, მაგრამ ეს ის ერია, რომელსაც მუდამ ეზრდება ტექნიკური ფეხბურთელების თაობები"
.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტალანტები არა კვახი. შეეშვით ამ ფეხბურთს.
0
გვყავს ტალანტები მაგრამ რად გინდა, 1 თამაშს ითამაშებენ, მერე იყიდიან აიფონ 6 და X5თს,მერე ეზარებათ ნაკრებში ჩამოსვლა იმიტოა ესეთ სავალალო მდგომარეობაში ჩვენი ფეხბურთი
tijana513
00:13 25-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული