მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახებულმა გიორგი ჭანტურიამაც.
"ეს პირველი თამაშია 2014-ში და ვფიქრობ, რომ კარგად თუ დავიწყებთ, ალბათ, წელი ასეც გაგრძელდება.
ცოტა ძლიერი ქვეჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ვიბრძოლებთ და შევეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ.
მე პირადად, ძალიან ბედნიერი ვარ ეროვნულ გუნდში გამოძახების გამო და თუ მომეცემა
ამასთან, პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ და გურამ კაშიამ "ადიდასის" მიერ შექმნილი ეროვნული გუნდის ახალი ფორმა წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ მაისურზე საქართველოს გერბია გამოსახული.
იხილეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია
საქართველოს ნაკრებიმეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ვალეტა", მალტა), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), გია გრიგალავა ("ანჟი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე - "დინამო", თბილისი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), ლევან კაკუბავა ("სპარტაკი", ცხინვალი, საქართველო)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( "კარპატი", ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - "დნიპრო", უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი).
ასევე იხილეთ:
მოიგე საქართველო-ლიხტენშტაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები!
შესაძლოა, გადადგეს... ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ქეცბაიასთან