თემურ ქეცბაია: თუ პოლონეთთან წავაგებთ, ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიქნები!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან მატჩამდე ოთხი დღით ადრე ქართული მედიის ცნობისმოყვარეობა პრესკონფერენციაზე დააკმაყოფილა.

ნაკრებმა პოლონეთთან შეხვედრისათვის სამზადისი დაიწყო. მოკლედ, მართლაც არანორმალურად დაძაბული კვირა გველის.

ერთი ცხადია - ნებისმიერი შედეგი, გარდა გამარჯვებისა, ეროვნული გუნდისათვის წარუმატებლობად შეფასდება. ეს ბუნებრივიცაა. მარცხის შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი კარგავს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურ შანსს.

არადა, სწორედ ეს მისია იდგა ნაკრებისა და მისი მწვრთნელის წინაშე შესარჩევი ციკლის დაწყების წინ. დროა, სიტყვა მივცეთ ეროვნული გუნდის დამრიგებელს.

თემურ ქეცბაია:
- მოგესალმებით და მადლობას გიხდით აქ
მობრძანებისათვის. უმნიშვნელოვანესი მატჩია. თანაც ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, რომ ვერავინ წარმოვიდგენდით. გვეგონა, გერმანია პირველ ადგილზე იქნებოდა, არადა, ერთი ქულითაა ჩვენზე წინ.

პოლონეთი ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ამის მიუხედავად, მე მჯერა ჩემი გუნდის.

მე რომ ეს ბიჭები სულ მყავდეს, ჩემპიონთა ლიგას ვათამაშებ. მოკლე დროში, სამ დღეში არაფერი გამოდის. ჩვენ გვინდა ყველაზე მეტად მოგება. ყველაფერს თავისი წესი აქვს. ჩვენ ბიჭებს მოგებას ვთხოვთ პოლონეთთანაც და სხვასთანაც, მაგრამ ამ მოთხოვნას ხომ უნდა ჰქონდეს რეალური საფუძველი. არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთელები არ გვყავს.

- თქვით, რომ ირლანდიასთან და გიბრალტართან მატჩის შემდეგ მიიღებდით წასვლა-დარჩენის გადაწყვეტილებას. ალბათ, პოლონეთთან შეხვედრაც მნიშვნელოვანია...
- ჩვენ შესარჩევი ციკლის წინ დავისახეთ ძალიან ამბიციური გეგმა - პლეი ოფის საგზური. რას წერენ საბერძნეთში, მე არ ვიცი. სანამ აქ ვარ, ვფიქრობ მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე. თუ არ მივაღწიეთ შედეგს, ეს იქნება ჩემთვის ბოლო თამაში.

- შედეგში რას გულისხმობთ?
- ვნახოთ. ერთი კია, რომ წაგების შემთხვევაში მე აღარ ვიქნები ნაკრების მწვრთნელი.

- რომელი პოლონეთი უფრო ძლიერია - 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში რომ დავამარცხეთ თუ ახლანდელი ნაკრები?
- ჩემი აზრით, ეს პოლონეთი უფრო ძლიერია. ისინი რთულ თამაშს ელიან თბილისში. პოლონეთის ძალაზე მისი ადგილი მეტყველებს შესარჩევ ჯგუფში.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ტემურა დაახვიე რა
resi
10:34 11-11-2014
0
ე.ი.თუ ფრე დამთავრდა ეს ამბიციით გაბერული,დაუმსახურებლად ამხელა ხელფასის ამღები(ვინ იცის რამდენს და ვის უყოფს)დაჯდება და ქართული ფეხბურთის მოსაგონარ სადღეგრძელოებს წ2ამოაფრქვევს?გაიტანეთ!
ლევანი
08:33 11-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული