"რამდენიმე დღის წინათ ერთმა ნაცნობმა ფიზმომზადების უცნობი სპეციალისტი დამაკავშირა. მითხრა, რომ ჯადოსნურ რაღაცებს აკეთებს და ორ დღეში ნაკრებს ფანტასტიკურ დონეზე მოამზადებსო. საერთოდ, რამდენად სერიოზულია ეს თემა, არც ღირს ლაპარაკი. სამწუხაროდ, ადვილი ნამდვილად არ არის იმ ფონზე, როცა ფეხბურთელები ნაკრებში მოუმზადებლები და უთამაშებლები მოდიან", - თქვა ქეცბაიამ.
როგორც დავადგინეთ, "ჯადოქარი", რომელიც ქეცბაიამ ახსენა, ფიზმომზადების სპეციალისტი გუჯა კახაძეა, რომელსაც "ლელო" ადრეც ესაუბრა,
- ქეცბაიას ჩემმა ნაცნობმა სთხოვა, მოუსმინეო. ნაკრების მწვრთნელი დაჰპირდა მას, რომ დამელაპარაკებოდა. ამიტომაც დავუკავშირდი. ავუხსენი, რომ ნაკრებისთვის მაქვს საგანგებოდ შემუშავებული ორდღიანი პროგრამა. გაუკვირდა და არ დაუმალავს - ორკვირიანი რომ გეთქვა, დაგიჯერებდიო...
- ისე, ასეთ მცირე დროში რის გაკეთებას მოასწრებდით?
- ქეცბაიას ავუხსენი, რომ რაკი ფეხბურთელები მცირე დროით ჩამოდიან, ეს ორდღიანი პროგრამა სწორედ ამისთვის შევიმუშავე. ამ ვარჯიშებით ფეხბურთელებს სისწრაფეს მოვამატებინებდი, ამტანობა 2 ტაიმი ეყოფოდათ, აღდგენას მოედანზევე გააკეთებდნენ, კუნთის დაჭიმვისას ექიმი და 14-დღიანი მკურნალობა არ დასჭირდებოდათ, რადგან ამას სჭირდება 10-წამიანი საგანგებო გაჭიმვა და კუნთი მოწესრიგდება.
გარდა ამისა, ჩემი მეთოდით სირბილიც ვერ დაღლიდა ფეხბურთელებს. ამ დროს ზედმეტი წონა ხელს ვერ შეუშლიდათ და პოლონელებს ფიზიკურად ვაჯობებდით.
- ეს ყველაფერი მართლაც ძნელი დასაჯერებელია...
- დიახ, მესმის, ასეთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას უკვე შევეჩვიე... მაგრამ მაინც შესაძლებელია. ჩემი მეთოდი ტრადიციულებისგან იმდენად განსხვავებულია, რომ მისი დაჯერება უჭირთ. მაგალითად, მსუბუქად სირბილის სწავლას 30 წუთი სჭირდება.
30 წუთში სასტარტო სისწრაფესაც გავაუმჯობესებ და სისწრაფის მომატების დროს ფეხბურთელებს იმდენივე ენერგიას დავახარჯვინებ, რამდენსაც - ძუნძულზე. ვასწავლი გაწელვებს, რაც ტრავმიანობისგან იცავს...
მეზღაპრე არ ვარ და რასაც ვლაპარაკობ, ამ ყველაფრის შედეგები უკვე მივიღე. მათ კი, ვისაც არ სჯერა, ვეტყვი, რომ ჩემ მიერ შემუშავებული საგანგებო 2-დღიანი პროგრამა კახა კალაძემ "მილანში" თამაშის დროს გაიარა. ასევე გავიხსენებ სანდრო კობახიძის შემთხვევას, რომელმაც 14-ჯერ ივარჯიშა.
ეს ყველაფერი ქეცბაიასაც ვუთხარი - აზრი მათაც ჰკითხეთ-მეთქი...
- და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ქეცბაიას?
- ძნელი დასაჯერებელია, რასაც მეუბნები, მაგრამ თქვენი ტელეფონის ნომერი მაქვს და თუ დამჭირდა, დაგიკავშირდებითო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Elizabeh. GB-ს ვეთანხმები! ქართველმა ფეხბურთელებმა სწრაფი აღდგენა თუ ისწავლეს, ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის სერიოზულ ძალად გადაიქცევიან.
სწრაფად აღდგენის სწავლებას კი მხოლოდ ორ მსუბუქ 30 წუთიან ვარჯიშს ვანდომებ.
რასაც 7 წლის ფეხბურთელი ადვილად ითვისებს ზრდასრულ ფეხბურთელს რატომ უნდა გაუჭირდეს იქნებ ვინმემ მიპასუხოს?