როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთის ფედერაცია მის შემცვლელად ალექსანდრე ჩივაძის კანდიდატურას განიხილავს და მეტიც - ქართული ფეხბურთის ლეგენდას უკვე წინადადებაც შესთავაზა.
რა გასაკვირია და, ფეხბურთის ფედერაციაში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს (თავად ჩივაძეს ვერ დავუკავშირდით). ჯერ ერთი, ნაკრებს ამ მომენტისთვის ჰყავს მთავარი მწვრთნელი, და მეორეც - პარასკევს საქართველოს ეროვნულ გუნდს შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანესი საშინაო მატჩი აქვს
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩივაძე გადაწყვეტილებას მას მერე მიიღებს, რაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება.
59 წლის სპეციალისტი, რომელიც 2012 წლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თავკაცობს, ორჯერ იყო ქვეყნის უპირველესი გუნდის დამრიგებელი: 1993-97 და 2001-03 წლებში.
ასე იქნება თუ ისე, საქართველოს ნაკრებს მომავალი წლის მარტამდე (როცა შესარჩევი ციკლი განახლდება და ერთი ამხანაგური მატჩიცაა დაგეგმილი) აუცილებლად უნდა ჰყავდეს ახალი მწვრთნელი, თუმცა დანიშვნა შეიძლება გაცილებით ადრეც მოხდეს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"