ჟურნალისტებმა ქეცბაიას პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია, რომელიც 13 ნოემბერს, "დინამო-არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა, ჟურნალისტთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტების უკმაყოფილება სატელევიზიო გადაცემებში ქეცბაიას მიერ მედიის მისამართით გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს მოჰყვა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პოლონეთთან გასამართი შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იქნება ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე და მიუხედავად შედეგისა, თანამდებობას დატოვებს.

კულუარული ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ქეცბაიას შესაძლო შემცვლელად ალექსანდრე ჩივაძეს
განიხილავენ.

იხილეთ: ალექსანდრე ჩივაძე თემურ ქეცბაიას ნაცვლად?

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან 14 ნოემბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
Qეცბაია რომ სუსტია ეგ Vნახეტ. AრველაDზეები სანამ ფედერაციასი IQნებიან არაფერი ესველება.
Temo
06:45 14-11-2014
0
საქართველოში ფეხბურთის ფედერაციაც უნდა გაუქმდეს, ფეხბურტისთვის ყველანაირი დაფინანსება უნდა შეწყდეს. ამოვიდა ყელში ამატი მანჭვა-გრახა. ძლივს ნორმალური მწვრთნელი ეღირსა უსუსურ ნაკრებს და შარის მოდება დაუწყეს, ლიტერატურული ქართულით არ ლაპარაკობს, ჟურნალისტებს სიმართლეს პირში ეუბნება, უსაქმურ და ზარმაც ფეხბურთელებს არ ათამასებს, ხისტად იქცევა და ა.შ. მადლობა თემურ ქეცბაიას გაწეული შრომისთვის. ვიმეორებ, შეეშვით ფეხბურთს და თანხები სხვა რამეში მიმართეთ. ისე სპორტულ ჟურნალისტიკასაც თუ გააუქმებთ(ერთი-ორი კაცი შეიძლება დარჩეს, (მაგალითად გია გორგოძე)კარგი იქნება.
2014
03:11 14-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული