ყველა თავის გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი. ბოიკოტს ამ სტრიქონების ავტორიც შეუერთდა.
ნებისმიერი ადამიანი საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი. ის შეურაცხყოფა, რაც ქეცბაიამ ქართველ ჟურნალისტებს მოგვაყენა, არ არის მხოლოდ ერთი ან ორი მასმედიელის პრობლემა. ეს საერთო პრობლემაა.
დარბაზში ჩემი მეგობრებიც დარჩნენ. თავიანთი საქმისა მათ უკეთ იციან. ერთი კია - ნებისმიერ დროსა და საქმეში სოლიდარობა ერთი პროფესიის ადამიანებს შორის
სანამ პრესკონფერენციას დავტოვებდით, ქეცბაიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილი ამბავია - პოლონეთთან თამაშის შემდეგ, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, დატოვებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს.
იქვე დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება შოტლანდიასა და გიბრალტართან თამაშებამდეც ჰქონდა მიღებული, თუმცა პოლონეთთან შეხვედრა კარს იყო მომდგარი და არ სურდა, გუნდში ცუდი ფსიქოლოგიური ფონი შეექმნა.
ქეცბაიამ ისიც აღნიშნა, რომ მარტამდე არის დრო და საქართველოს ნაკრებს საშუალება მიეცემა, ახალი მწვრთნელის მეთაურობით მშვიდად მოემზადოს მომავალი მატჩებისთვის.
ის ჟურნალისტებთან ურთიერთობის თემასაც შეეხო:
"გულწრფელად გეუბნებით, აღტაცებული ვარ იმ სოლიდარობით, ჟურნალისტებმა ერთმანეთის მიმართ რომ გამოავლინეთ ამ ბოლო დღეებში. ეს ღირსეული, ძალიან კარგი საქციელია. ნეტავ, ასეთი სოლიდარობა იყოს ქართულ ფეხბურთში", - თქვა ქეცბაიამ.
ეს იყო და, ბოდიში მოვუხადეთ პრესკონფერენციაზე დამსწრე გურამ კაშიას, წარმატება ვუსურვეთ ქეცბაიას პოლონეთთან მატჩში, რის შემდეგაც საპრესკონფერენციო დარბაზი დავტოვეთ.
სხვისი არ ვიცი და, ეს იყო ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიმიღია. საქართველოს ნიშა ჩვენს საქმეში ეროვნული ნაკრებია და ვინც მას ებუტება, ზურგს აქცევს, პირადად მე ის ადამიანი მოღალატედ მიმაჩნია.
იმედია, ჩვენი საქციელი ამგვარად არ იქნება აღქმული. ჩვენი პროტესტი ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც პირდაპირ თქვა - ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების წაგება უხარიათო...
დღეს, 14 ნოემბერს კი, ჩვენი გუნდის უერთგულესი ქომაგნი ვიქნებით. ღმერთმა ქნას, მოვიგოთ. ღმერთმა ქნას, ქეცბაია გამარჯვებული წავიდეს! ამით ჩვენ არ დავმარცხდებით, ამით ჩვენ გავიმარჯვებთ!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით ერაძე: ქეცბაიას ამ კონფლიქტის ამოწურვა უმტკივნეულოდ შეეძლო