კახა ცხადაძე: ასე ფეხს ვერ დავკრავ და ვერ წამოვალ "ინტერიდან"...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. თემურ ქეცბაიას გადადგომამ ავტომატურად აქტუალური გახადა მისი შემცვლელის ვინაობა.

ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, რას სვლებს ამზადებს ფეხბურთის ფედერაცია, მაგრამ გულშემატკივართა მოსაზრებებს თუ მოვუსმენთ, სასურველ კანდიდატებს შორის გია გეგუჩაძე, კახა ცხადაძე, შოთა არველაძე, ვასილ მაისურაძე, გიორგი დევდარიანი და გია ცეცაძე სახელდებიან.


ერთ-ერთი კანდიდატი, ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, პოლონეთის ნაკრებთან შეხვედრას თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა.

დღევანდელი სიტუაციის ფონზე, ის კიდევ უფრო საინტერესო რესპონდენტი ხდება. ამიტომ ხელიდან არ
გავუშვით შანსი და მატჩის შემდეგ ცხადაძესთან ინტერვიუ ჩავწერეთ:

- თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?
- ერთ რომელიმეს ვერ გამოვყოფ, რადგან ნაკრების დასუსტება კომპლექსური პრობლემების შედეგია. 0:4 წავაგეთ, გული მომიკვდა და ასე, ცხელ გულზე ამ საკითხზე დალაგებულად ვერ ვილაპარაკებ, შესაბამისად, პრობლემებსაც ვერ ჩამოვთვლი. ბევრი რამაა გამოსასწორებელი...

- ცხადია, მაგრამ ბოლო დროს კამათი არასწორი მიმართულებით მიდის - ქართული ფეხბურთი არც ქეცბაიას დაუქცევია და არც მასმედიას...
- ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არც შეიძლება. ქეცბაიამ ბევრი სცადა და წავიდა. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა იქნება მომავალში.

- და რა იქნება? ჩვენც ეს გვაინტერესებს...
- ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ მოვა ნაკრებში და რას გააკეთებს.

- თქვენ რომ შემოგთავაზონ ვაკანტური პოსტის დაკავება, წამოხვალთ "ინტერიდან"?
- "ინტერთან" კიდევ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი მაკავშირებს, ფეხს ვერ დავკრავ და ვერ წამოვალ. გუნდის ასე მიტოვება არ გამოვა...

- გულახდილად ვთქვათ: ადრე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პოსტი იყო. ახლა კი გილიოტინაზე საკუთარი ნებით ასვლას ნიშნავს. თქვენც ასეთი განწყობა ხომ არ გაქვთ?
- გეთანხმებით. შეიძლება, ასეც ითქვას. ამ ეტაპზე ასეა.

- ამ პასუხისმგებლობას სასურველი კანდიდატების უმრავლესობა გაურბის...
- ფაქტია, რომ ვიღაც უნდა დაინიშნოს, ვინც ამას საკუთარ თავზე აიღებს.

- მერედა, ვინ გარისკავს?
- ვისაც ეყოფა გამბედაობა, ვაჟკაცობა და საკუთარი თავის რწმენა, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი მაინც ძალიან მიჭირს.

საქართველოში ფეხბურთი იყო და ეჭვი არავის შეეპაროს, მუდამ იქნება სპორტის ნომერი პირველი სახეობა, მაგრამ ჩვენს ფეხბურთს კომპლექსური პრობლემები აქვს და ასევე კომპლექსური მკურნალობა სჭირდება. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს - საფეხბურთო სამყარომ, სახელმწიფომ, ფედერაციამ, მედიამ და შედეგს ასეთ შემთხვევაში მივიღებთ, ცალ-ცალკე ვერაფერს გავხდებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
chemi azrit meordeba 1976 wlis situacia tbilisis ,,dinamos'' mt.mwvrnelis danishvnisas rom sheiqmna da roca dasanishnic aravin iyo,mashin ,,SIXOM'' yvelastvis moulodnelad NODAR AXALKACI danishna !! ( romelic imxanad tbilisis ,,lokomotivis'' mwvrtneli iyo. rogori moulodnelic ar unda iyos,me mgonia,rom dges VASIL MAISURADZI danishvna qartul fexburts warmatebebs moutans-tu yvela tavis adgilze tavis saqmes gaaketebs kargad da moexmareba mas. VASIL MAISURADZE !!!
giorgi
19:20 17-11-2014
0
ესეც რომ სახვეწავი გახდა
zaza
18:07 17-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული