თემურ ქეცბაია: საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით დაინტერესებული ვარ

AutoSharing Option
ბერძნულ contra.gr-სთან კომენტარში საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით, რომლის მთავარი მწვრთნელის პოზიცია ამჟამად ვაკანტურია.

"დიახ, დაინტერესებული ვარ საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით. საბერძნეთის ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ასე რომ, ეს მომხიბვლელი პერსპექტივაა.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ბერძნული მედიის ცნობით, კლაუდიო რანიერის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია.

საიტი მას, მისსავე "მეორე სამშობლოში", კვიპროსზე დაუკავშირდა:

"კვიპროსზე მხოლოდ დღეს ჩამოვედი. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ამ თემაზე კონტაქტი არ მქონია.

ჯერ მხოლოდ თეორიულად შეიძლება ამაზე ლაპარაკი. სურვილი ნამდვილად მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ
ახლა საბერძნეთის ნაკრები რთულ სატურნირო სიტუაციაშია. ამის გამოსწორება შეიძლება.

რა თქმა უნდა, საქმე ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ მკვიდრი ბაზა არის და სიტუაციის შეცვლაც შესაძლებელია.

ჩემი აზრით, საბერძნეთის ნაკრებს ესაჭიროება ბერძნული რეალობის მცოდნე მწვრთნელი, რომელიც ლაპარაკობს ბერძნულად, რომელიც კარგად იცნობს ფეხბურთელების შესაძლებლობებს.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე კონკრეტულად არავისთან მილაპარაკია", - განაცხადა ქეცბაიამ, რომელიც 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.

18 ნოემბერს საბერძნეთის ნაკრებს სერბებთან მატჩში დროებითი თავკაცი კოსტას ცანასი გაიყვანს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთი რასაც ქეცბაიამ მართლა მიაღწია და ნუ დავუგარგავთ დისციპლინაა და ეს არ უნდა დაირღვეს სხვა მწვრთნელი რომ მოვა !
ქეცო
19 ნოემბერი 2014 17:34
0
ზოგიერთმა თქვა დაუმსახურებლად მოიგესო 2004 ში,ეგ პირზე როგორ უნდა მოგადგეს მასპინძელი ფავორიტი გუნდი ორჯერ გახსნაზე და ფინალში დაამარცხეს მთელი გუნდი დარბოდა და მერე ცუდს როგორ იძახით ბოლო ბოლო მართლმადიდებელი ხალხია თუ გინდა წარმატებას მიაღწიო შენნაირს უნდა უგულშემატკივრო მე სომხებსაც ვგულშემატკივრობ და აზერებსაც, თორე რეალის და ბარსას გულშემატკივრობამ დედა უტირა ქართულ ფეხბურთს
gia
19 ნოემბერი 2014 17:33
0
რა უნდა დაადებინო ბერძნებს იმაზე მეტი რაც რეჰაგელმა დაადებინა არამგონია ესეთი რამ უახლოესი 30წლის განმავლობაში თუ საერთოდ შეძლებენ ოდესმე.
qutaiseli
19 ნოემბერი 2014 14:57
0
იმედია დანიშნავენ)) ქეცბა დაადებინებს მაქსიმუმს))
SHUKOVANI
19 ნოემბერი 2014 14:36
0
თემურს წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ რთული პიროვნებაა,უჭირს ფეხბურთელებთან ენის გამონახვა, რაც ასე საჭიროა მწვრთნელისთვის,ასე რომ ზალიან მეეჭვება, რომ სადმე დიდხანს გაძლოს,ღმერთმა ქნას ვცდებოდე!
თაზო
19 ნოემბერი 2014 14:20
0
სენ ქარტული პეხბურტის სიამაყე ხარ არველაზეებივიტ კიარ ხარ მიკერებული სკამზე სანამდი დამალავე ეს უცოდინარები ტავს უცოდინარებს რომ ვამბობ ამიტ საზოგადო ცოდნას არ ვგულსხმობ მატ პეხბურტი როგორ განავიტარონ არ იციან არ გეწყინოტ არველაზეებო წადიტ დროზე
ledi
19 ნოემბერი 2014 10:55
0
საბერძნეთის ნაკრებიც ზალიან ცუდ დღეშია. ბოლო ამხანაგურიც წააგო სახლში სერბეთთან 0:2-ზე. რავა ყველა წყალწაღებული თემურის ეტენება.
igori
19 ნოემბერი 2014 10:07
0
თემურ, წარმატებას გისურვებთ! შენ ძალიან კარგი, გულიანი და ჯიგრიანი ფეხბურთელი იყავი...რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, შენზე გამოცდილი ბევრი მწვრთნელი მოინელა, ტან შენ ყველაზე სუსტი თაობა შეგხვდა
zaza
19 ნოემბერი 2014 09:53
0
ახია მაგ ბერძნებზე!!! არც მე არ მიყვარს ეგენი!
გიგილო
18 ნოემბერი 2014 21:37
0
თემურ შენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობიდან უნდა წასულიყავი,არა იმიტომ,რომ ცუდი მწვრთნელი ხარ არამედ იმიტომ,რომ ამას სიტუაცია მოითხოვდა,ახლა შენ უნდა დაამტკიცო,რომ მარტო კარგი ფეხბურთელი კი არ იყავი,არამედ დიდი მწვრთნელიცა ხარ,რაშიც სულით და გულით გისურვებ წარმატებას.
Temurs
18 ნოემბერი 2014 19:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული