"ჩემი აზრით, მეორდება 1975 წელს თბილისის "დინამოში" მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე არსებული ვითარება, როცა დასანიშნი არავინ იყო. მაშინ, ყველასთვის მოულოდნელად, ნოდარ ახალკაცი დანიშნეს, რომელიც იმხანად თბილისის "ლოკომოტივის" დამრიგებელი იყო" .
შემდეგ გულშემატკივარი მისთვის სასურველ კანდიდატურად ვასილ მაისურაძეს ასახელებს.
სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში სხვადასხვა მწვრთნელი ფიგურირებს და მათ პლუს-მინუსებს განიხილავენ. ერთ-ერთი მათგანი გიორგი დევდარიანია, რადგან თვლიან, რომ პასუხისმგებლობის გარდა, რისკიანიც არის, რაც დღეს ასე სჭირდება ეროვნულ
"გიორგი დევდარიანი არის ადამიანი, რომელმაც ბოლო წლებში უფსკრულის გზაზე მიმავალი ქართული ფეხბურთი ასახელა და წარმატებას წარმატებაზე აღწევდა. გორის "დილასა" და ასაკობრივ ნაკრებებში მის მიერ ნაჩვენები შედეგები არის იმის მანიშნებელი, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის საუკეთესო კანდიდატია.
რა თქმა უნდა, განიხილებიან სხვა მწვრთნელებიც, მაგრამ მგონია, დევდარიანზე მეტად ეროვნული ნაკრების მესაჭეობას არავინ იმსახურებს".
"მოიყვანეთ ეს კაცი ნაკრების მწვრთნელად. ყველაზე კარგად ერკვევა ახალგაზრდებსა და ფეხბურთში. შეიძლება, ვერ ააყვავოს, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ბევრად მაღლა დააყენებს"!
თავად დევდარიანმა კი გადაცემა "არენაში" განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვა ნაადრევია.
"უპირველესად, დიდი მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად მიმიჩნიეს. თუმცა არ მეგულება საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც აქაურ ვითარებას იცნობს და გერმანიის თამაშამდე ამ საქმეს საკუთარი ნებით დათანხმდება - ეს გილიოტინაზე თავის დადებაა.
ამის საკუთარ თავზე აღება ურთულესი რამაა, რადგან საქმე ქართული ფეხბურთისთვის წმინდათა წმინდას, ეროვნულ ნაკრებს ეხება.
შეიძლება, საერთო ინტერესი შენს თავზე მაღლა დააყენო. პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ, მაგრამ არსებობენ ჩემზე ჯიგრები (სტილი დაცულია - ავტ.). ჩემს თავზე ამხელა პასუხისმგებლობას ამიტომ ვერ ავიღებ", - ამბობს დევდარიანი.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სასურველ კანდიდატებსაც ასახელებს:
"ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს ჩემზე დამსახურებული და კომპეტენტური ხალხი, ვისაც ამ პოსტზე მუშაობა ეკუთვნის. ჩემზე დამსახურებულია გია გეგუჩაძე, ასაკობრივ ნაკრებში ნაჩვენები შედეგებით - ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე.
ვთვლი, რომ პატარა პოზიტიურის გაკეთება მეც შემიძლია, რადგან ამ ახალგაზრდების დიდ ნაწილთან მიმუშავია, ერთად ჩაგვიტარებია თამაშები და გარკვეული ავტორიტეტიც მაქვს.
ჩემს წვლილს შევიტანდი დამხმარე მწვრთნელობით. დავეხმარები ახალ მწვრთნელს, რა პოზიციაც არ უნდა შემომთავაზონ. ვთვლი, რომ ჩემს ქვეყანას ასე უფრო მეტი სიკეთე შემიძლია, მოვუტანო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"