უეფა კანდიდატურებს გვთავაზობს - იანვარში ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მუშაობის შეფასებისგან თავი შეიკავა:

"მწვრთნელის მუშაობას როგორ შევაფასებ? ეს უკვე თავად ქეცბაიამ გააკეთა, როცა ციკლი ჩავარდა და გადადგა. შეფასებას აკეთებს გულშემატკივარი იმ თამაშებითა და ანგარიშებით, რაც საბოლოოდ ისტორიას რჩება. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თემურს ხუთწლიანი მუშაობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო".

ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობაზე ფედერაციის პრეზიდენტი ჯერ კონკრეტულად ვერაფერს ამბობს:

"ამ საკითხზე მუშაობა უკვე დავიწყეთ და აგენტებისგან რამდენიმე შემოთავაზებაც გვაქვს. სხვათა შორის, კანდიდატები უეფაში ვიზიტის დროსაც შემოგვთავაზეს.
არც ერთ მათგანს არ გამოვრიცხავ.

ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ყველაფერი გადავწყვიტოთ. ახალ მთავარ მწვრთნელს კი ექნება სამი თვე, პირველი ამხანაგური მატჩისთვის რომ მოემზადოს. 25 მარტს თბილისში მალტის ნაკრებთან სპარინგი უკვე შევათანხმეთ".

სიჭინავას არ დაუკონკრეტებია, უცხოელისკენ იხრება მისი არჩევანი თუ ადგილობრივი სპეციალისტისკენ. ეს არც რევაზ არველაძემ ისურვა:

"შესაძლოა, შემოთავაზებებში საინტერესო კანდიდატურებიცაა, მაგრამ ჯერ მათზე ლაპარაკი არასერიოზულია. თუმცა, იმას კი ვიტყვი, რომ ნაკრებს იანვარში ახალი მწვრთნელი ეყოლება. გერმანიასთან შესარჩევ მატჩამდე დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მტელი ფედერაცია უნდა გადადგეს
avto qasibaze
21 ნოემბერი 2014 14:00
0
იანვარში მთავრდება ამათი ბოგინი, და მთელი შემადგენლობით გადადგნენ რაც შეიძლება მალე იანვრამდე, და არცევნები ჩატარდეს თებერვლის ბოლოს, დრო არ ითმენს, სანამ არის კიდევ დრო ,რომ გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი დავნიშნოთ თებერვალში.
მამლუქი ქართლოსი აქვე
21 ნოემბერი 2014 13:26
0
ჯერ თუ უნდათ დღევანდელ ფედერაციას რომ, მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, გაგვაგებინეთ რას უცდიან, რატომ არ ნიშნავენ ეხლავე თარიღს, იანვარსი მტავრდება ამათი ვადა და დანიშნონ თებერვალში აუცილებლად არჩევნები.
მამუკი იმერი.
21 ნოემბერი 2014 13:20
0
სააკაშვილს და მერაბიშვილს თუ უნდოდათ ფეხბურთის აღორძინება ვინ უშლიდათ ხელს 9 წელი პირიქით უხეშად ჩაერიენ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში და საბოლოოდ გააფარჩაკეს წესიერი კაცი უნდა იყოს პირველ რიგში ფედერაციის თავკაცი და მერე დანარჩენი თუ წესიერება არააქ და ფულის მონაა გინდა კარგი მენეჯერი იყოს და გინდა ფეხბურთის კარგი მცოდნე.
qutaiseli
21 ნოემბერი 2014 11:36
0
რატომ გადავწყვიტეთ რომ ყაველაშვილი ან კობიაშვილი საუკეთესო კანდიდატები არიან?დასახელებულებში ალბათ,მაგრამ რომელს აქვს დიდი მენეჯერული გამოცდილება(ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს ტოპ-მენეჯერი და არა ფეხბურთელი),რატომ გვგონია ,რომ ინვესტიციებს მოიზიდავენ ქართულ ფეხბურთში და მერე გონივრულად მოიხმარენ?სად დაამტკიცეს რომ წარმატებული მენეჯერები არიან?რომელიმე ევროპულ ან ქართულ კლუბში იმუშავეს წარმატებით?ქართულ ფეხბურთს ჭირდება ენერგიული ტოპ-მენეჯერი და დიდი ფინანსები!ჩემი აზრით საუკეთესო კანდიდატები იქნებოდნენ სააკაშვილი)))მერაბიშვილი(პოლიციის რეფორმის მსგავსი ქართულ ფეხბურთში)))),ივანიშვილი))))...მათ მართლაც შეუძლიათ როგორც ფინანსების მოზიდვა ,ასე უცხოელი მაღალკვალიფიციური მრჩევლების დაქირავება...სხვა შემთხვევაში დავრჩებით პროვინციად ფეხბურთში...
akhali
21 ნოემბერი 2014 11:00
0
რეფორმატორი და სწორად მოაზროვნე ადამიანი. დისცილინირებული და სუფთა. არველაძეებს ჭკუა უნდა ეყოს და გაშორდეს ფეხბურთს , თორე ქეცბაიაზე უარესი ელით. სუფა ხელები და შრომა და დისციპლინა
დათო
21 ნოემბერი 2014 10:24
0
ფედერაციას უნა ჩაუტარდეს ჯერ დეზინფექცია
Grigoli
21 ნოემბერი 2014 01:14
0
ქართველ ფეხბურთელებს ,,გულაობის,,ვირუსი შეეყარათ ჯერ კიდევ 80-ანი წლებიდან...განკურნმა ძალიან რთული პროცესია და მხოლოდ მკაცრი რეფორმატორი თუ შეძლებს სრულიად ახალგაზრდა კადრებით....
-თუნდაც შეხედეთ ქართველ ახალგაზრდებს?ღიპინი,ქონიანი...და სპორტსმენებიც!!!როგორც ფეხბურთში ასე რაგბშიც...ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე ჩვენზე გაცილებით სწრაფი და სხარტია!!!ზოგ ქართველ სპორტსმენს იმხელა უკანალი აქვს,რომ....რას ჭამენ?ქართული სამზარეულო მიღებულია სპორსმენისთვის?და ამ ახალგაზრდობის მენტალურად შეცვლას კობიაშვილი,ყაველაშვილი მოახერხებენ?ნეტავ მოახერხონ,მაგრამ ეს იქნება ცდა,რომ იქნებ,იმედი ...ფედერაციას ჭირდება ძალიან მკაცრი,მომთხოვნი ტოპ-მენეჯერი და ტოპ-უცხოელი მრჩევლები,რაც დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს...თუ გვინდა ქართული ფეხბურთი ოლიმპზე ვიხილოთ,მაშინ შესაბამისი კანდიდატურაც უნდა შევარჩიოთ,უკვე გამოცდილი...
akhali
20 ნოემბერი 2014 21:10
0
ამათმა თავის რქები ვერ მოიშორეს ან ჟირესი რამ ჩამოაყვანინა ან ტოპმიოლერი ?უცხოელს ვერაფერს ვერ მოსთხოვ ,გეტყვის საქართველო ხარ რაზე გაქვს პრეტენზია დისციპლინასაც ვერ დაამყარებს,არ გვინდა უცხოელი!!!
grisha
20 ნოემბერი 2014 20:03
0
ფეხბურთის ფედერაციის ყველა თანამდებობის წარმომადგენელი უნდა გადადგეს.
federacias
20 ნოემბერი 2014 19:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული