ზვიად სიჭინავა: დღეისთვის 20-ზე მეტი მწვრთნელის შემოთავაზება მაქვს

AutoSharing Option
24 ნოემბერს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ დიმა ობოლაძის გადაცემა sporttime-ში ფედერაციის მიერ განსახორციელებელ პროექტებსა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და ნაწილობრივ ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი.

ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა ოფიციალური თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

სიჭინავა, ასევე, საქართველოს ნაკრების თემასაც შეეხო და დაადასტურა, რომ ნაკრების მწვრთნელობის რეალური კანდიდატები მათთვის დეკემბერში იქნება ცნობილი, ამ დროისთვის კი საკმაოდ ბევრი კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის ბევრი უცხოელი მწვრთნელიც არის - 4 მარტო
გერმანიიდან.

მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი გერმანელი ლოთარ მათეუსია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებით.

გადაცემის წამყვანმა ზვიად სიჭინავას თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრებში 5-წლიანი მუშაობის პერიოდის შეფასება სთხოვა, თუმცა მან ყოფილი მწვრთნელის შეფასებაზე უარი განაცხადა.

სამაგიეროდ, საკმაოდ ორაზროვანი კომენტარი გააკეთა მომავალ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებასთან დაკავშირებით - კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებ, მაგრამ არც გამოვრიცხავო.

"14 ნოემბერს გვქონდა პოლონეთთან მატჩი, ხოლო უკვე 13 ნოემბერს მივიღე ოფიციალური შემოთავაზება ერთი მწვრთნელისგან. მეორე დღეს კი, სანამ თამაში დამთავრდებოდა, კიდევ სამი მწვრთნელის შემოთავაზება მივიღე. დღეისთვის კი დაახლოებით 20-ზე მეტი შემოთავაზება მაქვს მწვრთნელებისგან.

ბოლო დროს ფედერაციის მიმართ გაკეთებული განცხადებები, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია, რადგან კრიტიკა უსაფუძვლოა. თუ ვინმეს კრიტიკის საფუძველი აქვს, გამოვიდეს და დაასაბუთოს.

კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებ, მაგრამ არც გამოვრიცხავ.

მივიდეთ მშვიდად 2015 წლის არჩევნებამდე და ღირსეულმა გაიმარჯვოს! პირადად, მხარს რევაზ არველაძეს ვუჭერ.

თემურ ქეცბაიასთან პოლონეთთან თამაშის შემდეგ არ მისაუბრია. ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ მატჩის შემდეგ საკმაოდ გულდაწყვეტილი იყო.

ქეცბაიას 5-წლიან მუშაობას ვერ შევაფასებ. ჩემთვის, ერთადერთი საწყენი ისაა, რომ პირველ ნაკრებში ვერ მივაღწიეთ წარმატებას, თორემ ასაკობრივ ნაკრებებში იყო წარმატებები.

მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. არის საკმაოდ ბევრი უცხოელიც. მათ შორის ერთ-ერთი ლოთარ მათეუსია.

ჯერჯერობით, არ ვჩქარობთ და ვვარაუდობ, რომ დეკემბერში უკვე რეალური კანდიდატები გვეცოდინება", - თქვა სიჭინავამ.

მოამზადა კახა თორიამ
მკითხველის კომენტარები / 13 /
მგონი ქეცბაიასთან ერთად უნდა გაეზიარებია ფედერაციას პასუხისმგებლობა,ეს ჟურნალისტები რამ გამოაშტერათ
geronti
25 ნოემბერი 2014 22:51
0
Ver gavige am jurnalistebis me aravis damtsveli ar var magram qetsbaias pirshi ecrebodnen da gushin minashvils da oboladzes pretenziebi ar qoniat chinovnikebtan, orosani bavshvebivit ikvnen. Magrebi xart ra.
Gala
25 ნოემბერი 2014 20:12
0
მოდი ჩავატროთ გამოკითხვა რამდენი კაცი იკნება იმის მომხრე რო მინაშვილი იყოს პირველ არხზე და წაიყვანოს თამაში ალბათ 10 %... ხოდა მოგვაშორეთ ეს მინაშვილი ხალხი არ ხართ? ეს არაფრის მაქნისი მუქთახორა, ხო არ მოწონდა მას ქეცბაია ისე არ მოსწონს ეს თავგასიებული არავის და გაეთრიოს რო ეყოს რაც ჩვენი ფულებით იგულავა... გავერთიანდეთ ყველამ და მოვაშოროთ ეს კაცი პირველ არხს და საერთოდ ქართულ სპორტს...
yvelgan yvelam naxos
25 ნოემბერი 2014 17:29
0
eseni camsvlelebi ar arian.gushin tarsi arveladze ilo dzaan did gulze .magas seriozuli mixedva chirdena.
Kaxa
25 ნოემბერი 2014 17:23
0
ახალი მეწილეს ეძებ დომენტ ფული გინდა კიდე.
lado
25 ნოემბერი 2014 16:33
0
მინაშვილის ბრალი კიარარის ჩვენი ფეხბურთი რო აღარ გვაქ სწორედაცრო ფედერაციის და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ბრალია. საერთოდ თუ კიდებ საქმეს ხელს უნდა პასუხისმგებლობაც აიღო თურამე ისე არ კეთდება როგორც საჭიროა და არა სხვისკენ ხელის გაშვერა.
qutaiseli
25 ნოემბერი 2014 16:24
0
დანიშნეთ ძოძუაშვილი და მიუშვით თავის ნებაზე.
,,,.
25 ნოემბერი 2014 16:17
0
რა მატეუსი,რის მატეუსი,მაშინ მარადონა მოვიწვიოდ!კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს როდი ნიშნავს!გაიგე და შეიგნე დომენტია,რო აქ უნდა ცხოვრობდეს,ენა უნდა ესმოდეს,ჩვენსკი უნდა იყოს,ჩვენიანი!ეროვნულის თამაშებს ესწრებოდეს აუცილებლად!
davidbe
25 ნოემბერი 2014 15:51
0
ქართველი მწვრთნელი გვინდა!!!
davidbe
25 ნოემბერი 2014 15:49
0
ნაკრებს აუცილებლად სჭირდება ქართველ მწვრთნელი!!! რა მატეუსი, რისი მატეუსიიი ხალხოოო, სულ დაეცა თქვენი საფეხბურთო ლოგიკა???
უნდა იცნობდეს ქართულ ფეხბურთს, ცხოვრობდეს საქართველოში, სანკრებო გამოცდილება უნდა უმაგრებდეს ზურგს! ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს უნდა ჰქონდეთ დაწინაურების შანსი! ყველა ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში ასე ხდება....
Gio
25 ნოემბერი 2014 13:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული