გერმანელიც და სხვა უცხოელი კანდიდატებიც ცნობილი მწვრთნელები არიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ახალ წლამდე ახალი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტას თავი სწორედაც რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაედგას... საკითხის განხილვა დაწყებულია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციაში უკვე დაიწყო იმ კანდიდატურების განხილვა, რომელთაც საქართველოს უპირველესი გუნდის დამოძღვრა სურთ.

"ლელომ" უკვე გაცნობათ, რომ ამ მსურველთაგან ერთ-ერთია გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ლოთარ მათეუსი. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გერმანელმა აგენტებმა მიმართეს.

ამ შემთხვევაში არ
შეგვიძლია, ოფიციალური კომენტარი მოვიშველიოთ, თუმცა ჩვენს უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებში მათეუსის დანიშვნის ვარიანტი გამორიცხულია. 53 წლის ჰერ ლოთარს (150 მატჩი და 23 გოლი გერმანიის ნაკრებში) სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაფრისთვის მიუღწევია.

სხვათა შორის, თავად მათეუსმა "ბილდს" განუცხადა, რომ საქართველოს ნაკრების შესახებ არაფერი იცის და არც მისი გაწვრთნის სურვილი აქვს. ჩვენც არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს, რომელმაც მათეუსის სურვილის თაობაზე გადაცემა "არენაში" ისაუბრა...

ამასობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ განიხილება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების კანდიდატურები და იქვე დასძინა, რომ ოთხი მათგანი გერმანელია.

რა დონის გერმანელი და, ზოგადად, უცხოელი სპეციალისტები შეგვიძლია მოვიაზროთ ეროვნული გუნდის სათავეში? - ამ კითხვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს მივმართეთ:

"მესმის, რომ ძალიან გინდათ, შეიტყოთ, ვისი კანდიდატურები განიხილება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, განხილვა...

რა თქმა უნდა, ეს პროცესი საჯარო უნდა იყოს, თუმცა ამ ეტაპზე კანდიდატურების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

ერთს კი გეტყვით - როგორც კონკრეტულად გერმანელი, ისე ზოგადად, უცხოელი კანდიდატები ცნობილი სპეციალისტები არიან", - გვითხრა არჩილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
დომენტა დანიშნეთ მთავარმწვრთნელად რეზი დამხმარედ, აი მაშინ კი გავალთ.
iura
21:06 26-11-2014
0
და სადააქ ფეხბურთის ფედერაციას პროგრამა ჯერ ეგეთი რამე არავის უნახავს და მეორე ჟურნალისტებმა კიარა ფეხბურთში მომუშავე ხალხმა უნდა აგონ ფეხბურთის განვითარებაზე პასუხი არც ყიფიანის და გუცაევის დროს იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის ჟურნალისტები მაგრამ ფეხბურთი მაგარი იყო მაგარი იმიტო რო ცენტრალიზებული იყო ფეხბურთი და მაგარი ბიჭი იყავი სახელმწიფოს დაუწყებდი გახურებას ამას არ ვიზამ იმას არ გავაკეთებო ასე იზრდებოდენ ტყავის ბურთის ოსტატები იყვნენ ბავშთა ფეხბურთის მწვრთნელსელექციონერებიც და იყო სკოლაინტერნატებიც მიშვებული კიარიყო ფეხბურთის ფედერაცია თავის ჭკუაზე ფულსაც აძლევბდენ და პასუხსაც თხოვდენ.თუ ფული გინდა სახელმწიფოსგან პასუხისმგებლობაც უნდა აიღო მის წინაშე და არა ისეცოტა ფულია და ამით რა შედეგი უნდა ვაჩვენოთო რა ბლოხინს ყიფიანს და მათნაირებს ბეკემბაუერზე დიდი ხელფასი ქონდა თუ უკეთესი პირობები არამცდა არამც კლასი ქონდათ და ფეხბურთის თამაში იცოდენ იმიტომ რომ სწორად იზრდებოდენ ბავშვობიდან და კვალიფიციური მწვრთნელები ყავდათ.თუ ფეხბურთელი არ გაზარდე ნორმალურად მაგათი კიარა მამაზეციერი ვერ უშველის ჩვენ ფეხბურთს.
qutaiseli
20:55 26-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული