საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ფარერის კუნძულებმაც გაასწრო

AutoSharing Option
ფიფამ ეროვნულ ნაკრებთა "ფიფა/კოკა კოლას" რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ნოემბერში გამართული სანაკრებო მატჩების შედეგები შევიდა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში შინ პოლონეთთან 0:4 წააგო, ხოლო სანაკრებო დღე ამხანაგური მატჩისთვის ჩვენს გუნდს არ გამოუყენებია.

საქართველოს ნაკრებს 239 ქულა აქვს და ის სიაში 126-ე ადგილზეა. ეს კი 9-ადგილიანი დაქვეითებაა წინა რეიტინგთან შედარებით.

ევროპაში ჩვენი გუნდი მხოლოდ 7 ნაკრებს უსწრებს და მათ შორის აღარაა ისეთი ქვეყანა, როგორიც ფარერის კუნძულებია, რომელიც 102-ე ადგილზეა. ჩვენ წინ არიან ბაჰრეინი, ბურუნდი, ლესოტო, სენტ კიტსი, ნიგერი, სუდანი,
პალესტინა, ბოტსვანა და სხვა აშკარად არასაფეხბურთო ქვეყნები.

პირველ ათეულში ცვლილებები თითქმის არ არის. გერმანიის ნაკრები 1 725 ქულით კვლავ პირველია, არგენტინა მეორე ადგილზეა 1 565 ქულით, ხოლო კოლუმბია ისევ მესამე ადგილზეა 1 450 ქულით.

თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრები 2009 წელს, 124-ე ადგილზე ჩაიბარა და 2014 წელს გუნდი 126-ე ადგილზე დატოვა. როგორც ხედავთ, ნაკრებმა ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. თუმცა 2011 წლის ივნისში გუნდი 56-ე ადგილამდეც ამაღლდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო პოზიცია რეიტინგში 1998 წლის სექტემბერზე მოდის, 42-ე ადგილზე (მაშინ მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი იყო).

ტოპ-10

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
მინუს 22 ორ თვეში - ფიფას რეიტინგში საქართველო თავქვე მიექანება
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქვეყანაში არსებული სიტუაცია ბევრ რამეს განსაზღვრავს ყველა სფეროში,მაგრამ გავიხსენოთ ხორვატიის ნაკრები ან თუნდაც კოდ-დივუარი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.
sake
11:44 28-11-2014
0
შეეშვით საერთოდ ამ ფეხბურთს
ნნ
01:01 28-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული