საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ფარერის კუნძულებმაც გაასწრო

AutoSharing Option
ფიფამ ეროვნულ ნაკრებთა "ფიფა/კოკა კოლას" რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ნოემბერში გამართული სანაკრებო მატჩების შედეგები შევიდა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში შინ პოლონეთთან 0:4 წააგო, ხოლო სანაკრებო დღე ამხანაგური მატჩისთვის ჩვენს გუნდს არ გამოუყენებია.

საქართველოს ნაკრებს 239 ქულა აქვს და ის სიაში 126-ე ადგილზეა. ეს კი 9-ადგილიანი დაქვეითებაა წინა რეიტინგთან შედარებით.

ევროპაში ჩვენი გუნდი მხოლოდ 7 ნაკრებს უსწრებს და მათ შორის აღარაა ისეთი ქვეყანა, როგორიც ფარერის კუნძულებია, რომელიც 102-ე ადგილზეა. ჩვენ წინ არიან ბაჰრეინი, ბურუნდი, ლესოტო, სენტ კიტსი, ნიგერი, სუდანი,
პალესტინა, ბოტსვანა და სხვა აშკარად არასაფეხბურთო ქვეყნები.

პირველ ათეულში ცვლილებები თითქმის არ არის. გერმანიის ნაკრები 1 725 ქულით კვლავ პირველია, არგენტინა მეორე ადგილზეა 1 565 ქულით, ხოლო კოლუმბია ისევ მესამე ადგილზეა 1 450 ქულით.

თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრები 2009 წელს, 124-ე ადგილზე ჩაიბარა და 2014 წელს გუნდი 126-ე ადგილზე დატოვა. როგორც ხედავთ, ნაკრებმა ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. თუმცა 2011 წლის ივნისში გუნდი 56-ე ადგილამდეც ამაღლდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო პოზიცია რეიტინგში 1998 წლის სექტემბერზე მოდის, 42-ე ადგილზე (მაშინ მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი იყო).

ტოპ-10

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
მინუს 22 ორ თვეში - ფიფას რეიტინგში საქართველო თავქვე მიექანება
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქვეყანაში არსებული სიტუაცია ბევრ რამეს განსაზღვრავს ყველა სფეროში,მაგრამ გავიხსენოთ ხორვატიის ნაკრები ან თუნდაც კოდ-დივუარი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.
sake
28 ნოემბერი 2014 11:44
0
შეეშვით საერთოდ ამ ფეხბურთს
ნნ
28 ნოემბერი 2014 01:01
0
სანამ ქვეყანაში სიტუაცია არ დალაგდება იქამდე სპორტშიც არ გვეშველება არაფერი
tijana513
27 ნოემბერი 2014 18:24
0
ჯერ ერთი საქართველომ კიც სანაკრებო დონეზე და კიც საკლუბო დონეზე რა უქნა ფარერებს კარგად გახსოვთ და იმიტო გაგვასწრეს რო იოლი მეტოქეები ყავთ ბევრად
ამას დამატებული ასეთი დონის ნაკრებს სულ მოვუგებთ კლუბებს ხო ვაბშე არ გეგონოთ რო ჩვენი ნაკრების თამაშს ვამართლებ ამით მაგრამ ასეთი დონის ნაკრებებს ნაღდად მოუგებენ უპრობლემოდ
dato
27 ნოემბერი 2014 18:07
0
საერთოდ შევეშვათ ჯობია, ფარერებიც რო გაგასწრებს არაა ე.ი. ეგ სპორტი შენი
dato
27 ნოემბერი 2014 16:47
0
გეთანხმებით ქეცბაიას შედეგზე, მაგრამ ის მარტო ვოვას დამსახურება არ იყო.
kakoia
27 ნოემბერი 2014 16:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული