ორი ძირითადი სქემა და პოზიციური შეტევა - კახა ცხადაძის სანაკრებო ხედვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კახა ცხადაძე 1-ელ დეკემბერს დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა "არენას" სტუმრობდა.

ცხადაძეს "ლელო" ახლახან ესაუბრა. ახლა ვეცდებით, ყურადღება გავამახვილოთ ბაქოს "ინტერის" მწვრთნელის იმ გამონათქვამებზე, რომლებიც ჩვენს ინტერვიუში არ ყოფილა.

"არენაში" საკმაოდ ვრცელი საუბარი შედგა, თუმცა ჩვენ მხოლოდ სანაკრებო თემაზე შევჩერდებით.

"ძალიან საპასუხისმგებლოა ნაკრების მწვრთნელობა და მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე შენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ეხება. თუ იქნება შემოთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, მზად ვარ, დავილაპარაკო.

აზერბაიჯანშიც ვიყავი იქაური ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, მაგრამ ბოლოს არჩევანი
რობერტ პროსინეჩკიზე
შეჩერდა...

...ჩათვალეთ, რომ "ინტერში" კონტრაქტის გარეშე ვმუშაობ. ასეთი ურთიერთობა მაქვს კლუბის მფლობელთან. რამდენჯერმე დავფიქრდი წასვლაზე. მან მითხრა - როცა ჩათვლი, რომ უნდა წახვიდე, ხელს არ შეგიშლიო. ეს ასეა, მაგრამ შუა გზაზე ჩემგან გუნდის მიტოვება არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება...

...თუ მე მოვალ ნაკრებში, აუცილებლად მექნება გარკვეული მიზანი, სტრატეგია... თუმცა მე არ ვარ ნაკრების მწვრთნელი მოცემულ მომენტში. ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს თემურ ქეცბაია დაზარალდა. თუ მოვა სხვა და არ ექნება შედეგი, ისიც დაზარალდება.

...ჩემი მწვრთნელობის შემთხვევაში, იქნება ორი ძირითადი სქემა, რომლითაც გუნდი ითამაშებს. მე ვარ პოზიციური შეტევის მომხრე, მოკლე და საშუალო პასებით...

...რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა დღევანდელი სანაკრებო კონტინგენტით უკეთესი შედეგის მიღწევა. ვინც დათანხმდება მწვრთნელობას, ესე იგი, მას სჯერა, რომ ამ ფეხბურთელებით პროგრესი შესაძლებელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ: კახა ცხადაძე: ...სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას მძაფრად!
მკითხველის კომენტარები / 9 /
mariami
მართალი ხარ მარიამ იქნებ გამოიღვიძონ და ცოტა დაიკლონ წონაში :)
დიტო
03 დეკემბერი 2014 00:31
0
გიო, შენ გაგახარე ღმერთმა რა გულიანად გამაცინე!!! მართლაც ჩამოასწრებს მეტოქის მეკარე. ამათ მწვრთნელი კიარა, ერთი წკეპლა უნდათ ტ...ზე დილაუთენია და ერთიორი საათი გაუჩერებლად უნდა არბენინო იქნება გამოიღვიძონ.
mariami
02 დეკემბერი 2014 16:02
0
მე ვარ პოზიციური შეტევის მომხრე, მოკლე და საშუალო პასებით...

კი მარა, რის ცომიც გაქვს, ნამცხვარიც ისეთი უნდა გამოაცხო. ახალკაცს რომ არ ყოლოდა ყიფიანი გუცაევი შენგელია, დარწმუნებული ვარ სულ სხვა სქემით ათამაშებდა დინამოს და შედეგი მაინც ექნებოდა. აი ის იყო მწვრთნელი, ნაღდი მწვრთნელი.
კ ო მ ბ ლ ე
02 დეკემბერი 2014 13:56
0
Axalma prezidentma unda mixedos bavshvta fexburts. Kvela regionshi safexburto akademia. Romelits iqneba rogorts fasiani ise ufaso(sotsialurad dautsvelebistvis) da aqedan iqneba utskveti jajvi erovnul nakrebamde. da amas monitorings gautsevs mtsvrnelta sabjo, romeltanats itanamshromlebs erovnuli nakrebis gatsonastorebuli qartveli mtsvrtneli.
Gala
02 დეკემბერი 2014 13:38
0
დარწმუნებული ვარ კახა ცხადაძეს კარგად ახსოვს ლეგენდარული ქართველი მწრთვნელის, ნოდარ ახალკაცის მიერ განვლილი და განცდილი, მას ქეცბაიას დაზარალებაც კარგად დაუნახავს, ამიტომ იმედი გამიჩნდა "კიდევაც დაიზრდებიან ..." ! გვფარავდეს ღმერთი!!!
a
02 დეკემბერი 2014 13:36
0
მცდარი აზრი მგონია რომინფრასტრუქტურის განვითარებით ანუ სტადიონების აშენებით უფრო მაგრა ვითამაშებთ პირიქით ბავშთა აკადემიები ან სკოლა ინტერნატებია აუცილებელი და პროფესიონალი მწვრთნელები სახელმწიფომ უნდა მოთხოვოს ფედერაციას ანგარიში ბიუჯეტიდან მიღებულ სახსრებზე და პასუხიც აგებიოს თუ რამეარასწორად იქნება გაკეთებული და თუ ფედერაციას სახელმწიფოს დახმარება არუნდა მაშვინ თვითონ უნდა მიხედოს ყველაფერს.სახელმწიფოს შეუძლია ააშენოს სტადონი და მასში კლუბმა ფული მაინც უნდა იხადოს ყველგან ასეა ან საკუთრებაში გადასცეს და გადასახადებიც კლუბმა გადაიხადოს არამგონია ორი სამი გუნდის გარდა დღევანდელმა კლუბებმა სტადიონის შენახვა შეძლონ.
qutaiseli
02 დეკემბერი 2014 11:15
0
კარგი რა, კარგი რა კახა! რა ჭერმის კურკის ტოლა, რა ატმის კურკის ტოლა, რა 2 ტაკტიკა, რა 7 ფეხბურთელით პოზიციური შეტევა. რის შემტევები არიან, ჭანტურიას ჩემოდენა ღიპი ადევს, არადა მე კვირაში 5- ჯერ ვსვამ, ელემენტარული ბურთის გაჩერება არ იციან. ან 7 კაცი წინ რომ გაიქცევა ესენი გინდა 90 წთ წინ და უკან არბენინო? ამათ მეტოქის მეკარე უფრო ჩამოასწრებს სანამ ჩამოვლენ, კარგი რა კახა, უფრო გონიერი მეგონე.
Gio
02 დეკემბერი 2014 11:10
0
ginda fergiusoni moiyvanet )
ar sheuzliat magat tamashi da morcha.
farerebi ro gadagaswrebs reitingshi esegi araa eg sheni sporti.
nika
02 დეკემბერი 2014 10:29
0
რამდენად გაამართლებს?ბაქოს ინტერს უკეთესი შედეგები აქვს,ვიდრე შესაძლებლობები ბიუჯეტიდან გამომდინარე(უფრო მდიდარ კლუბებს უკან იტოვებს)....კარგია,რომ ემოციური,ენერგიული,მკაცრია(სიმეონე,ფერგი,მოუ..),მაგრამ ნაკრებში რამდენად გაამართლებს?კლუბში მოთამაშეზე ზემოქმედების მეტი ბერკეტია(დააჯარიმებ,დუბლში დროებით გადაიყვან..)....
-კარგი იქნებოდა ,თუ თანაშემწედ დევდარიანი დაინიშნება(ძირითადად მაინც 19წლის ბიჭებს მიხედოს აჯობებს)...
-მართალია ცხადაძე ,როცა ამახვილებს ყურადღებას ეროვნულ ჩემპიონატზე....ნაკრების მოთამაშეები ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გაიზარდნონ და მერე თუ წაიყვანს ევროპული კლუბი(სად თამაშობენ ცეცაძის ასაკობრივის ფეხბურთელები?ვხედავთ მათ პროგრესს?თუ დაიკარგნენ....)
-და მართალია ცხადაძე,რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა საჭირო(სტადიონები ევროპული დონის!და არა შეღებილი ძველი საბჭოთა...) და ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს!!!ფედერაციას თანამედროვე ევროპული დონის სტადიონისთვის საჭირო ფინანსები არასდროს არ ექნება!!!
akhali
02 დეკემბერი 2014 10:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული