რევაზ არველაძე: ნაკრების მწვრთნელის კონტრაქტი? ახლავე და უწყვეტად!..

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა (ზვიად სიჭინავა, რევაზ არველაძე) დაბრუნდა. ვოიაჟი წარმატებული აღმოჩნდა - საქართველო 19-წლამდელთა შორის გასამართ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდსა (2015 წლის 29 მაისი-3 ივნისი) და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს (2015 წლის 12-16 ნოემბერი) უმასპინძლებს.

ძალიან საინტერესოა, როგორ აფასებს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების პერსპექტივას ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, რას ფიქრობს სადღეისოდ ყველაზე აქტუალურ საკითხზე - საქართველოს ნაკრებისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევაზე...

მოკლედ, ამ ყველაფერს ინტერვიუდან შევიტყობთ...

- შვეიცარიაში ხშირად ჩავდივართ და ვცდილობთ, ჩვენი ვიზიტები იმ დროს დავამთხვიოთ,
როცა კომიტეტების სხდომები იმართება.

მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში ჩამოვლენ საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლები. ესპანეთი და პორტუგალია თავისთავად გრანდები არიან. კარგი იქნებოდა, ორივე ელიტრაუნდი "წამოგვეღო", მაგრამ ეს არ მოხერხდა. ჩვენ გარდა, სხვებიც არიან და რაღაც მათაც უნდა რგებოდათ.

17-წლამდელთა ელიტრაუნდის მასპინძლის გარკვევისას დიდი როლი ითამაშა ჰოლანდიისა და ბელგიის სიახლოვემ. ბელგიელებს ჰოლანდიაში თამაში ურჩევნიათ თბილისში ჩამოსვლას და ამაში გასაკვირი არაფერია.

- რას იტყვით ელიტრაუნდში ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების შანსებზე?
- ორივე ძალიან რთული ჯგუფია, მაგრამ ორივე სამწვრთნელო შტაბი ბოლომდე საბრძოლველადაა განწყობილი. ასევე არიან ფეხბურთელებიც.

- შვეიცარიაში ხომ არ მოხერხდა ასაკობრივი ნაკრებებისთვის ამხანაგური მატჩების დაგეგმვა?
- 17-წლამდელები რომ ბელორუსის ტურნირზე ითამაშებენ, ეს უკვე იცით. მათ ამას წინათ დანიასთან ითამაშეს და დიდი ალბათობით, საპასუხო თამაში იქნება დანიელებთან. სერბეთის ძლიერი ნაკრები კი თბილისში ჩამოვა და ქართველ 19-წლამდელებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

- ეროვნული ნაკრების თემასაც გადავწვდეთ. ფიფას ბოლო რეიტინგში ფარერებმა გაგვისწრო. ცხადია, ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის ბრალი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თქვენი პასუხისმგებლობაცაა...
- უსიამოვნოა, გეთანხმებით. ჩემი საქმე არაა, როგორ დგება ეს რეიტინგი, რა პრინციპებით... ფაქტია, რომ შედეგი გამოსასწორებელია. წინ არის თამაშები გერმანიასთან, პოლონეთთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და ვნახოთ...

ამ რეიტინგში ვერ დაწინაურდები, თუ შენზე წინ მყოფ გუნდს არ მოუგე. მე რომ ჩამოვთვალე, ის ნაკრებები სწორედ ასეთები არიან.

ჩვენი ნაკრები ქეცბაიას მუშაობის პირველ წლებში, მგონი, 74-ე ადგილზეც კი იყო ამ რეიტინგში, თუმცა მე მაშინაც არ მიმიქცევია ამისთვის დიდი ყურადღება. ჩემთვის საქართველოს ნაკრების პროგრესის ბარომეტრი არის მისი თამაშის ხარისხი.

- რა ეტაპზეა საქართველოს ნაკრებისთვის მწვრთნელის შერჩევის საკითხი?
- ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. მიმდინარეობს სიის გაცხრილვის პროცესი. მომავალი წლის დასაწყისისთვის უკვე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება - ეს ჩემი პირადი აზრია.

გერმანიასთან მატჩამდე ნაკრების მწვრთნელს ექნება მალტასთან თბილისური ამხანაგური შეხვედრა და თავისთავად - შეკრება. აი, ზაფხული კი უნდა დავტვირთოთ შეკრებით, რათა მწვრთნელმა ბოლომდე ახლოს გაიცნოს გუნდი.

- ერთადერთი კანდიდატი, ვინც ღიად დააფიქსირა მზაობა, ჩაიბაროს საქართველოს ნაკრები, კახა ცხადაძეა. ის მზადაა, მალტასთან ამხანაგურ და ორ ევროშესარჩევ მატჩში უფასოდ დამოძღვროს გუნდი და მერე ილაპარაკოს ფედერაციასთან სრულფასოვან კონტრაქტზე. ხომ არ შეხვედრიხართ ცხადაძეს?
- სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნაკრების მწვრთნელობის არც ერთ კანდიდატთან და, მათ შორის, არც ცხადაძესთან, შეხვედრა არ ყოფილა. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ უმჯობესია, ახლავე გაფორმდეს კონტრაქტი და ის იყოს უწყვეტი. ეს უკვე ინდივიდუალური საკითხია. ყველა საკითხს გავივლით კანდიდატებთან უშუალო შეხვედრისას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
საზიზგარი ხარ
tengo
09:12 17-12-2014
0
მალე გამოგაზევებტ მაქედან შენ და დომენტის ტქვე *** და მუქტებოო ამოისვეს ერტ ადგილას პეხბურტი ამ ****
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული