ნუკრი რევიშვილი: საქართველოს ნაკრებში პირველი დაძახებისთანავე ჩამოვალ!

AutoSharing Option
რუსული "ტოსნოს" მეკარე ნუკრი რევიშვილი "ვიტ ჯორჯიასა" და გორის "დილას" მატჩს დაესწრო. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვისარგებლეთ შემთხვევით და მასთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ...

27 წლის რევიშვილი ბოლოს აღარ ჩანდა საქართველოს ნაკრებში. რევიშვილს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა ეროვნული გუნდის ექსთავკაც თემურ ქეცბაიასთან. არადა, ის ნაკრების პირველმეკარეობაზე აცხადებდა პრეტენზიას...

- პირველ რიგში, "ტოსნოზე" გკითხავთ. კმაყოფილი ხართ რუსეთის პირველ დივიზიონში აქამდე ნაჩვენები შედეგით?
- უკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. ჩემპიონატის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, რომ ამ დროისთვის 40 ქულა გვექნებოდა, ყველა თანახმანი და კმაყოფილები
ვიქნებოდით.

- გუნდში ახალი მწვრთნელი, გრიგორიანი მოვიდა. როგორი სპეციალისტია?
- კარგი და გამოცდილი. ბოლო ტურები მწვრთნელის გარეშე ვითამაშეთ და ნამდვილად გვჭირდებოდა მცოდნე სპეციალისტი.

- გუნდის მიზანი რა არის?
- ერთადერთი მიზანი გვაქვს: პრემიერლიგაში გადასვლა. "ტოსნოს" რეალურად შესწევს ამის ძალა.

- სეზონის განახლებამდე გუნდს რომელიმე ქართველი ფეხბურთელი ხომ არ დატოვებს?
- რამდენადაც მე ვიცი, არა. ყოველ შემთხვევაში, "ტოსნოს" ყველა მივყვებით პირველ, თურქულ შეკრებაზე.

- საქართველოს ნაკრებზე გადავიდეთ. მზად ხართ, მომავალში დაიცვათ საქართველოს ნაკრების ღირსება?
- თუ ახალი მწვრთნელი ჩათვლის, რომ საქართველოს ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ, პირველი დაძახებისთანავე ჩამოვალ.

ამ თემაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყოველთვის იდგა პირველ პლანზე.

- თქვენი აზრით, როგორი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს?
- პირველ რიგში, ისეთი, ვისაც მეტი კონტაქტი ექნება ფეხბურთელებთან. ისეთი, ვინც ერთ მუშტად შეკრავს გუნდს...

- ბევრის აზრით, საქართველოს დღეს არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, ნაკრებმა წარმატებას რომ მიაღწიოს...
- ჩემი აზრით, კატასტროფული მდგომარეობა არ არის. არ მგონია, გამართლებული იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ არ გვყავს ფეხბურთელები. კი, დღეს, როგორც ადრე, არ გვყავს, ვთქვათ, სამი ფეხბურთელი ერთ პოზიციაზე, მაგრამ ბრძოლისუნარიანი გუნდი რომ შეიქმნას, საამისო რესურსი კი არის.

არის კონტინგენტი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული მიზნისთვის ბრძოლა. საქართველოში სულ იქნებიან ფეხბურთელები. ეს ჩემი აზრია.

- და მაინც, რა მიზნის მიღწევა შეუძლია ამ კონტინგენტს?
- შეიძლება, დღეს და ხვალ ვერ გავიდეთ დიდ ტურნირზე, მაგრამ, როგორც ვთქვი, ბრძოლისუნარიანი გუნდის "გაკეთება" შესაძლებელია. თავადაც დამეთანხმებით - ბოლო დროს რამდენი ფეხბურთელი არ ჩამოდიოდა ნაკრებში. ესეც ხომ გასათვალისწინებელია? ასე რომ, რესურსი არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუკრი გამოადგება ნაკრებს
Gela
23:01 13-12-2014
0
ტოსნო არაა გრანდი მართლაც , მაგრამ არც ლორია დგას რეალის კარში , რამდენადაც მახსოვს მე . ეს ყოველტვის ჯობდა ლორიას , ჩემი აზრიტ.
silovan dzgeria
20:27 13-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული