გაცნობეთ ისიც, რომ ამის პარალელურად, სიჭინავა და არველაძე ეროვნული გუნდის მწვრთნელობის პოტენციურ ჰოლანდიელ კანდიდატს უნდა შეხვედროდნენ.
"დღეს არანაირი შეხვედრა არ ყოფილა", - გვითხრა რევაზ არველაძემ, რომელსაც 11 დეკემბერს, გვიან საღამოს ჰოლანდიაში შევეხმიანეთ.
ჩვენი ინფორმაციით, საინტერესო ამბებს უფრო ხვალისთვის უნდა ველოდოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვერც ქართველი ვერ შეცვლის ბევრს ვერაფერს, მაგრამ მაინც ქართველის დანიშვნა აჯობებს. შედეგის მხრივ დიდი სხვაობა გვექნება(შევეგუეთ იმ აზრს უკვე, რომ ბოლოსწინა ადგილს დავიკავებთ, თამაშის ხარისხის მკვეთრად გაუმჯობესებაც არა მგონია რომ უცებ ვინმემ შეძლოს, ამისთვის, მინიმუმ ცოტა მაღალი კლასის ფეხბურთელების ყოლაა საჭირო.
კიდევ ერთხელ ვთხოვ ფედერაციის მაღალჩინოსნებს, მათ ვისაც ეხება ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა, გადაიკითხონ ი.კრილოვის "კვარტეტი" და იქნებ სათანადო დასკვნები გამოიტანონ და კიდევ ერთხელ არ გამოუვიდეთ ფულის უაზრო გაფლანგვა.