კახა ცხადაძის საქართველოს ნაკრებში დანიშნვას აზერბაიჯანში კარიკატურა უძღვნეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნას გარკვეული რეზონანსი აზერბაიჯანშიც მოჰყვა, სადაც მოგეხსენებათ, ქართველი სპეციალისტი ბაქოს "ინტერს" წვრთნის.

ცნობილია, რომ ცხადაძეს ბაქოს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ზაფხულამდე პარალელურად ეროვნულ გუნდშიც იმუშავებს.

აზერბაიჯანულმა საიტმა azerifootball.com-მა ამ ფაქტთან დაკავშირებით კარიკატურა გამოაქვეყნა - "კახაბერ ცხადაძე და საზამთროები".

ნახატზე, რომლის ავტორი ვინმე ჯავად გაფარია, ცხადაძეს ცალ ხელში ორი საზამთრო უჭირავს, ცალი ფეხი აზერბაიჯანში უდგას, მეორე კი - საქართველოში.

ავტორის ჩანაფიქრსა და კარიკატურის შინაარსზე დაბეჯითებით ვერაფერს მოგახსენებთ. ვეჭვობთ, აქ ის რისკი იგულისხმება, რაც ცხადაძის
გადაწყვეტილებას ახლავს - ალბათ ორი საზამთრო "სათუთად სატარებელ" საქართველოს ნაკრებსა და ბაქოს "ინტერს" ასახავს...

პატივცემული მკითხველო, მადლობელი დაგრჩები, თუ სურათის გაშიფვრაში მონაწილეობას კომენტარების მეშვეობით შენც მიიღებ :)
მკითხველის კომენტარები / 11 /
2 საზამთროს 1 ხელში ვერ დაიჭერო-აღმოსავლური ანდაზაა.
ramo
13:54 04-01-2015
0
ასეთი დიდია ცხადაძე?მაგ საზამთროებს ნავთის სუნი აქ დატოვოს იქ სადაც არის
petre
10:35 04-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული