თურქეთში ცხადაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ "პირველმა არხმა" ჩაწერა, სადაც მწვრთნელმა სხვასთან ერთად, ისაუბრა იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩევს ფეხბურთელებს:
"ნაკრების ფეხბურთელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სათამაშო პრაქტიკა. პოლონეთთან მატჩში ყველამ დავინახეთ, რომ ის მოთამაშეები, რომლებსაც პრაქტიკა აკლდათ, მეორე ტაიმში "დადგნენ".
ცხადაძე ნაკრების ფეხბურთელებს მეტი ოპტიმიზმისკენ მოუწოდებს:
"ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ არაფერია იმაზე ღირებული, ვიდრე ეროვნულ ნაკრებში თამაში და იქ წარმატება. ეროვნულ გუნდში მიღწევა გაცილებით
სპეციალისტის აზრით, სახელმწიფომ დიდი ყურადღება ეროვნულ ჩემპიონატს უნდა დაუთმოს:
"სახელმწიფომ ფული უნდა გაიღოს ფეხბურთისთვის. არ უნდა იყოს მიდგომა - იმიტომ არ მოგცემ ფულს, რომ ის ჩემი მეგობარი არ არის, ის სხვისი მეგობარია... ყველა ჩვენგანის მეგობარი არის ჩვენი ქვეყანა.
ფული უნდა ჩაიდოს ეროვნულ ჩემპიონატში, ამ ეტაპზე სხვა პრობლემას მე ვერ ვხედავ".
ნაკრების ორ უახლოეს მატჩში (25 მარტს მალტასთან, 29 მარტს გერმანიასთან) ეროვნული გუნდის დაცვის ხაზს ერთწლიანი შესვენების შემდეგ, შესაძლოა, ალეკო ამისულაშვილიც დაუბრუნდეს.
"ჩემთვის დიდი პატივია ნაკრებში თამაში. ამ თემაზე მქონდა კახასთან საუბარი და დიდი სიამოვნებით დავბრუნდები გუნდში", - აცხადებს ბაქოს "ინტერის" მცველი, რომელმაც თავის დროზე ეროვნული გუნდი თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო დატოვა.
და კიდევ; ყველა თამაშის წინ ლოცვა - ერთობლი ლოცვა რომელსაც დიდი ძალა აქვს!