ლევან ყენია ნაკრებში ბრუნდება?! - როგორი ფეხბურთელები სჭირდება კახა ცხადაძეს

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან ყენია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 2 თებერვალს თბილისში დაბრუნდა. შორს აღარ არის ის დრო, როცა მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი ჯერ მალტასთან ისპარინგებს, მერე კი გერმანიასთან ევროშესარჩევ შეხვედრას გამართავს.

ამ მომენტისთვის მთავარი საკითხი საქართველოს ნაკრების დამრიგებლის სამწვრთნელო შტაბის ფორმირებაა. როგორც ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ გვითხრა, ცხადაძის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა, პრაქტიკულად, გარკვეულია:

"საქართველოს ნაკრების მეკარეებს მამუკა აბუსერიძე გაწვრთნის. ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. ასევე გადაწყვეტილია ისიც, რომ კახა ცხადაძეს ბაქოს "ინტერიდან" მოჰყავს ფიზმომზადების სპეციალისტი იევტიჩი".

ვინ იქნება ცხადაძის მთავარი ასისტენტი საქართველოს ნაკრებში? ამ თემაზე ქართული საფეხბურთო თემი ბევრს მსჯელობს. სახელდება ზაურ სვანაძისა (ცხადაძის თანაშემწე "ინტერში") და გიორგი ჩიხრაძის ("სიმურგი") კანდიდატურები.

"ვერ მოგატყუებთ, ჩემთვის ცნობილია ცხადაძის ასისტენტის ვინაობა, მაგრამ უნდა გამიგოთ - საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს თავად სურს თავისი სამწვრთნელო შტაბის წარდგენა", - ამბობს არველაძე და ვერც შეედავები.

მალტასთან (25 მარტი) და გერმანიასთან მატჩებამდე (29 მარტი) დიდი დრო აღარ დარჩა. ამ კუთხით, დიდ ინტერესს ნაკრების შემადგენლობის საკითხი იწვევს. დიდი ალბათობით, ცხადაძის სიაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი იქნება.

არველაძემ გვითხრა, რომ ცხადაძე ან მისი სამწვრთნელო შტაბის რომელიმე წევრი აუცილებლად დაესწრება ლევან ყენიას თამაშს და მას სანაკრებო პერსპექტივებზე დაელაპარაკება.

ყენია ახლა პრაღის "სლავიასთან" ერთად ემზადება, ამხანაგურ მატჩებში გოლებიც გააქვს და თანაგუნდელებსაც უწევს ასისტენტობას. ლევანს კარგა ხანია, არ უთამაშია საქართველოს ნაკრებში. ცხადაძეს კი ჰაერივით სჭირდება შემქმნელი ფეხბურთელი, ვისაც კაცის მოტყუება, საგოლე პასის გაკეთება და სულაც, გოლის გატანა შეუძლია.

რა თქმა უნდა, ყენია არ იყო მართალი, როცა თემურ ქეცბაიაზე გამწყრალი საქართველოს ნაკრებს განუდგა, მაგრამ მან უკვე მოიხადა ბოდიში. ყენია აღარ არის პატარა ბიჭი, ცხოვრებამ მას ბევრი ასწავლა, ქართულ ფეხბურთს კი ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 24 წლის ფეხბურთელს სანაკრებო შანსი აღარ მისცეს...

როგორც შევიტყვეთ, მალტასა და გერმანიასთან მატჩებში, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებში ვიხილავთ ტაშკენტის "ფახთაქორის" 27 წლის საყრდენ ნახევარმცველ კახა მახარაძეს, ვინც "ლელოსთან" ამასწინანდელ ინტერვიუში ნაკრების სამსახურისთვის მზადყოფნა გამოხატა.

მახარაძე საქართველოში, ძირითადად, ცენტრალურ მცველად გვახსოვს, უზბეკურ გრანდში კი ხშირად საყრდენობას ავალებენ. არის აზიური მასშტაბებით არცთუ მოკრძალებული გუნდის გამოკვეთილი ლიდერი.

ერთი შეხედვითაც კი კარგად ჩანს, რომ ცხადაძე საქართველოს ნაკრებისთვის ისეთ ფეხბურთელებს ეძებს, "ბურთი რომ იციან". ეს უკვე მისასალმებელი ტენდენციაა. დანარჩენი დრომ უნდა გამოაჩინოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლევანი კიდე იტყვის თვის სიტყვას ქართულ ფეხბურთში, მთავარია ტრამვებმა არ შეაწუხოს. ცხადაძის ნაკრების მთავარი ფეხბურთელი გახდება . მიდი ყენო მიაწექი,ჩააშარდიე სიმწრისგან ევროპის მწვრთნელებს , შენზე უარს რომ ამბობდნენ . ხო სპალეტის დედა მოვიკითხე კიდე !!!!!!!!
ჩემბერლენა
11:39 04-02-2015
0
რა ქნას კარგმა მონარდემა თუ დუშასი არ მოუვა.
jora
12:36 04-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული