კახა ცხადაძეს ყველა ფეხბურთელზე ამომწურავი ინფორმაცია ექნება

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძე და ზაურ სვანაძე
ახლოვდება სანაკრებო დღეები და ცხადია, მოლოდინიც მძაფრდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას კი სამუშაო თავზე საყრელად აქვს - მარტის ბოლოს თბილისში ჯერ მალტის ნაკრები ჩამოვა სასპარინგოდ, მერე კი თვით მსოფლიოს ჩემპიონის, გერმანიის უპირველესი გუნდის თვითმხილველნი გავხდებით.

ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე სანაკრებო თემებზე სასაუბროდ შევაწუხეთ. მას ჯერ ახალგაზრდული ნაკრების თაობაზე ვკითხეთ, რომლისთვისაც ფეხბურთის ფედერაცია სპარინგ-პარტნიორებს ეძებს და რამდენიმე ვარიანტსაც განიხილავს.

"ამ საკითხზე ახალი ჯერ არაფერია. რაც გითხარით, ის ვარიანტები ძალაშია და მიდის მუშაობა", -
გვეუბნება არველაძე.

რამდენიმე დღის წინ კახა ცხადაძემ გვითხრა, რომ ორი უახლოესი სანაკრებო შეხვედრისთვის დიდი ექსპერიმენტები არ იგეგმება. ეს ბუნებრივიცაა - უმოკლეს დროში კარდინალური ცვლილებების განხორციელება ვერ მოხერხდება.

საქართველოს ნაკრების დამრიგებელი თავის შეგირდებს სწორედ ამ ორ მატჩში ნახავს საქმეში.

"მალტასა და გერმანიასთან შეხვედრებამდე გარკვეული დროა დარჩენილი. ნაკრების წევრებზე დაკვირვების გეგმა შემუშავებულია. უბრალოდ, ახლა რომ ჩამოვთვალო ზუსტად და მერე შეიცვალოს რამე, უხერხული გამოვა თქვენს მკითხველთან", - ესეც არველაძის სიტყვებია.

მოგეხსენებათ, კახა ცხადაძე ზაფხულამდე ბაქოს "ინტერში" იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ დაესწრება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს.

სხვათა შორის, ქომაგთა ნაწილი მწვავედ რეაგირებდა იმაზე, რომ ეროვნული გუნდის ექსთავკაცი თემურ ქეცბაია ხშირად ვერ ახერხებდა შიდა ჩემპიონატის შეხვედრებზე დასწრებას.

"რაც შეეხება თემურ ქეცბაიას, ის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების საკვანძო შეხვედრებს ესწრებოდა. როცა ის ამას ვერ ახერხებდა, სამწვრთნელო შტაბის წევრები აკეთებდნენ ამ საქმეს.

ბუნებრივია, სანამ კახა ცხადაძე "ინტერის" მთავარი მწვრთნელია, ის სისტემატურად ვერ დაესწრება საქართველოს ჩემპიონატისა და თასის შეხვედრებს. სამაგიეროდ, მას ეყოლება ისეთი სამწვრთნელო შტაბი, რომელიც მწვრთნელს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს ჩემპიონატში მიმდინარე პროცესებისა და ფეხბურთელების შესახებ.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - მთავარ მწვრთნელს ამომწურავი ინფორმაცია ექნება საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე თითოეული ფეხბურთელის თაობაზე. ვინ რამდენი ითამაშა, როდის შეცვალეს, ვინ რა გააკეთა ამა თუ იმ მატჩში - მოკლედ, ეს იქნება ინფორმაცია, რომელიც ყველა დეტალს, თვით უმცირესსაც კი შეიცავს.

ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს, არამედ ნაკრების ყველა კანდიდატს", - ამბობს არველაძე.

რამდენიმე დღის წინ ცხადაძის ასისტენტად გია ცეცაძე დაინიშნა. ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში გაცხადდება მეორე ასისტენტის ვინაობაც და ის "ინტერში" ცხადაძის ასისტენტი ზაურ სვანაძე იქნება.

არველაძე არ ჩქარობს: "დაველოდოთ კიდევ ცოტა ხანს და ახლო მომავალში ცხადაძე თავად დაასახელებს კიდევ ერთი ასისტენტის ვინაობას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არველადზეებო დროზე ცაეტრიეტ ფედერაციიდან და ტან ცაიკოლეტ ტქვენს მიერ დანიშნული მცვრტნელები ტავის ფედერაციაში მონატ მომუშავე პერსონალი ხალხი ვირაზმებიტ ტქვენს გამოსაზევებლად მაქედან მერე ვნახოტ პლატინი როგორ გიშველიტ ალბატ ისე როგორც მაშინ ჯორდანიას უშველა არა მამაზეციერი ვერ გიშველიტ ტქვე უნამუსოებო
ucha
09:38 19-02-2015
0
გია გეგუჩაძისათვის როგორ ვერ და არ მოიძებნა ნაკრებში ადგილი ??? ბევრი გვყავს ეგეთი პროფესიონალები ???

ბერჯავახი
22:14 18-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული