ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში რევიშვილი, ყენია და ამისულაშვილი დააბრუნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მალტასთან და გერმანიასთან სათამაშოდ ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

კახა ცხადაძის გუნდი მალტას ამხანაგურ შეხვედრაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25 მარტს 21:00 საათზე დაუპირისპირდება. გერმანიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს კი "დინამო არენაზე" 29 მარტს 20:00 საათზე, ასევე თბილისში გამართავს.

კახა ცხადაძის მიერ გამოძახებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, რევაზ თევდორაძე, ომარ მიგინეიშვილი

მცველები: უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა თოთაძე, გიორგი ფოფხაძე, საბა კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, ლაშა დვალი, ზურა ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი,
ლევან კაკუბავა

ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე, გიორგი ჭანტურია, ლევან ყენია, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, კახა მახარაძე, ჯანო ანანიძე, სანდრო კობახიძე, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი მერებაშვილი

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, მათე ვაწაძე, ბაჩანა ცხადაძე, ოთარ მარცვალაძე, ნიკოლოზ საბანაძე

კახა ცხადაძის თქმით, მალტასთან გუნდი მოსაგებად იბრძოლებს და შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს გერმანიის არ უნდა შეეშინდეს.

"ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს გერმანიასთან თამაშის. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გერმანია ბოლო პერიოდში არასტაბილურად თამაშობს. გერმანიასთან კარგი შედეგის მიღწევა შესაძლებელია ფუნქციონალური და სწორი თამაშის ხარჯზე", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შანსებს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე, ცხადაძემ აღნიშნა, თუ ფეხბურთელები დაიბრუნებენ რწმენას და თუ იქნება სწორი მიდგომები, ნაკრები წინა წლებთან შედარებით უფრო დადებით შედეგს მიაღწევს.

"მე მჯერა ამ ფეხბურთელების, მთავარია, რწმენა მათ დაიბრუნონ. ზოგიერთი მათგანი პესიმისტურად იყო განწყობილი, რაც არ მომეწონა და ამაზე ცოტა უხეშადაც ველაპარაკე მათ. რა შედეგი გვექნება, ეს დამოკიდებულია, რაც მალე დავალაგებთ თამაშს. ფეხბურთელებმა ძალიან უნდა მოინდომონ და უნდა აჩვენონ ის, რაც მათ მაქსიმალურად შეუძლიათ", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაღალ დონეზე ჰქონდეთ პრაქტიკა.

"ამ შემადგენლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ 2-3 ფეხბურთელის გარდა, ყველა ლეგიონერია. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს, რათა მომავალმა თაობამ ითამაშოს სერიოზული ფეხბურთი და ჰქონდეს სერიოზულ ფეხბურთში თამაშის პრაქტიკა. ფინანსურად უნდა გაძლიერდეს კლუბები და ეს საქართველოს მთავრობის მოვალეობაც არის", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

მისივე თქმით, ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით 23 მარტს შეიკრიბება და ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მოემზადება. მალტასთან და გერმანიასთან, საბოლოო ჯამში, შემადგენლობა 23-კაციანი იქნება.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
აეეეეეეეეეე მაგარი ბიჭებიი!!! მარცვალა გილოცაავ დაბრუნებას!!! ეგრეც ვფიქრობდიიი ვინც დასაბრუნებელი იყო ისინი დააბრუნა(!) აი ვინც ბურთის თამაში იცის და ვინც აზრზეა, კლასი და პიროვნება - ისინი გამოიძახა. ნავალოვსკი, მერება, ვაწა, ყველა აქაა შეიკრიბა ჯარი!!! ეხლა ვნახოთ. ამ სიას სერ დავით სირაძე აკლია არ ვიცი რატომ, ეგეც მოვა. დაგერხათ ზონდერებო! ნახეთ რა ბიჭები დაგხვდებათ, ესპანეთმა ძლივს მოგვიგო თქვენ ვინა გდიხართ? თავი ვინ გგონიათ
Zviad
05:26 10-03-2015
0
ბებიაჩემი რატომ არ არის გამოძახებული? მაგარ ფორმაშია გეფიცებით!
გინდა ახტი, გინდა დახტი - მაინც წავაგებთ!
03:32 10-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული