როგორ შევიძინოთ საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები ინტერნეტით

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა ბმული, სადაც გულშემატკივრებს 29 მარტს "დინამო არენაზე" გასამართ საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტით შეუძლიათ.

ბილეთების ონლაინ-შეძენა ამ მისამართზე შეგიძლიათ, რისთვისაც დაგჭირდებათ:

1. რეგისტრაცია;
2. სტადიონზე ფასისა და მდებარეობის მიხედვით ადგილის არჩევა;
3. თანხის გადახდა;
4. თანხის ჩამოჭრის შემთხვევაში ბილეთები უკვე თქვენია;
5. 28 მარტის ჩათვლით, ნაყიდი ვაუჩერის ორიგინალ ბილეთში გადაცვლა "დინამო არენის" ონლაინ-გაყიდვებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ჯიხურში შეგიძლიათ.

საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენის" სალაროებში, ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე.
ბილეთის ფასი - 10,15, 20 და 30 ლარია.

ბილეთების შეძენისას მოქმედებს საგანგებო ლიმიტები. ერთი ფიზიკური პირი შეძლებს მხოლოდ 15 ბილეთის შეძენას.

საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება 29 მარტს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე".
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა მაფიაა ტოოო :@
გიო
28 მარტი 2015 18:35
0
მაგარი მაფიაა ეს ბილეთების გადამყიდველები. 3 -მაგ ფასებში ყიდიან სალაროებიდან 10 მეტრში, სალაროებში კი ბილეთები არ არის....
migirkvnili
27 მარტი 2015 17:24
0
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ae
26 მარტი 2015 18:56
0
როგორც თქვენ ისევე სხვები ყიდულობენ ბილეთებს რა გჭირთ, ...
ae
26 მარტი 2015 18:56
0
როგორც თქვენ ისევე სხვები ელოდებოდნენ ხალხოოოო, რიგები მაგიტომ არის .... ...
ae
26 მარტი 2015 18:55
0
ბილეთების შეძენისას ვაუჩერის ამობეჭვდა ვერ მოვახეხე და ეხლა რომ შევდივარ, ამ ვაუჩერს ვეგარ ვნახულობ. თუ ვინმეს შეგიძლიათ რჩევის მოცემა დაწერეთ
...
25 მარტი 2015 13:46
0
ყველაზე მაგარი, რაც მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს; გუშინ შევიძინე ბილეთი ინტერნეტით და აღმოჩნდა, რომ მაინც სალაროში ვარ მისასვლელი ბილეთის ასაღებად; როგორც „ამიხსნეს“ ფედერაციაში ასეა წესი; ვაი ამათ პატრონს;
ჯონი
25 მარტი 2015 11:57
0
მეორე იარუსის 10 ლარიან ბილეთებში ვცვლი პირველი იარუსის 10 ლარიან ბილეთებს,7 ცალს. ადგილები იყოს მიყოლებით
Zura
24 მარტი 2015 18:14
0
სიჭინავა არველაძეებო წადიტ წადით
ana
24 მარტი 2015 15:15
0
მოაცილეტ მაფიოზი სიჭინავა დაარველაძეები ქართულ ფეხბურთს
rezi
24 მარტი 2015 15:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული