მალტური მედია: მსაჯის გარდა, ყველამ დაინახა, რომ ჯაბა კანკავამ ხელით გაიტანა

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა ამხანაგურ მატჩში მალტის ნაკრების წინააღმდეგ. ამ შეხვედრას მალტური მედიაც გამოეხმაურა.

მალტის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი მიმოხილვაში შემდეგს წერს:

"ქართველებმა ანგარიში 86-ე წუთზე გახსნეს გოლით, რომელიც, წესით, უნდა გაუქმებულიყო - კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ხელით გაიტანა. ალბათ, ყველამ დაინახა ეს, გარდა მატჩის ლატვიელი არბიტრისა".

timesofmalta.com: "ქართველებმა საჯარიმო მოაწოდეს. ლევან ყენიას ჩაწოდებას პირველი ჯაბა კანკავა გამოეხმაურა, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს, ქართველმა ნახევარმცველმა ბურთი ხელით გადაგზავნა ჰაბერის კარში, მაგრამ რეფერმა ალექსანდრს ანუფრიევსმა მალტელთა პროტესტი არად ჩააგდო და
გოლი ჩათვალა".

იგივე წყარო: "ეს ცუდი შედეგია მალტელებისთვის, რომელთაც სოლიდური თამაში აჩვენეს და ბოლოს ორი გოლი გაუშვეს, რომელთაგანაც პირველი ძალზე საეჭვო იყო".
მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველ რიგში რეფერიმ და არა რეფერმა, ეს სტატიის ავტორს ეხება.("სასაცილოა" და ჟურნალისტების 90% მზგავს, მე-2 კლასის შეცდომებს უშვებენ). ენის ცოდნა უფრო კარგად მოგეთხოვებათ განსაკუთრებით თქვენი პროფესიის ხალხს. რაც შეეხება გოლს, ჩემი აზრით ხელი არ ყოფილა მაგრამ კარგად არც ერთ გამეორებაში არ გამოჩნდა ამიტომ სიმართლე ალბათ მხოლოდ ჯაბამ და გარშემო მყოფმა ფეხბურთელებმა იციან.
ლევან
27 მარტი 2015 18:14
0
ესე რო გრმანიასთან გავიტანოთ და მსაჯმა ვერ დაინახოს, უდავოდ გმირობის ტოლფასი იქნება, მარა მალტასთან ცოტა არ იყოს ტეხავს ტოო...ეს კანკავას არ ეხება მთლიან გუნდს ეხება, ცალკე კანკავა ძაან მაგარი კაცია..
g
27 მარტი 2015 12:19
0
ხელით არ გაუტანია!
Rezo
27 მარტი 2015 12:02
0
თქვენ გინდა ... კაცმა და გინდა თამაში გაჩვენოთ.
eeeeeexxxxxxxx
27 მარტი 2015 11:50
0
არავითარი ხელი არ ყოფილა! შეხედეთ ჯაბას უკნიდან კამერას და დარწმუნდებით რომ საერთოდ არ შეხებია ბურთს, მეკარემ შეუცვალა მიმართულება
Geno
27 მარტი 2015 10:16
0
პენალტი რო იყო იმას რატო არ ამბობს,და რა სოლიდური თამაში აჯვენეს...
reso
27 მარტი 2015 09:33
0
მე კი ასე დავინახე, რომ ჯაბა საერთოდ არ შეხებია ბურთს, ამას მისი მოქმედებაც ადასტურებს, როცა გოლის შემდეგ ყენიასკენ იყურება გოლის მისალოცად.
gizog
27 მარტი 2015 09:29
0
დიდი ამბავი ხელით თუ გაიტანა,ბოლო-ბოლო მარადონამ გაიტანა ხელით მსოფლიო ჩემპიონატზე.
zas.
27 მარტი 2015 08:57
0
რა ჯაბას რომ ეთქვა მსაჯისთვის ხელით გავიტანეო არ ჩათვლიდა გოლსს?
merabi
27 მარტი 2015 05:28
0
ვშიშობ, არაობიექტური არ ვიყო, მაგრამ მეც ხელით თამაში მომეჩვენა...
giorgi
26 მარტი 2015 23:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული