TimeLine: ვაქციოთ ფოტომონტაჟი რეალობად!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები გერმანიაში რომ ჩავიდა, ალემანთა ნაკრების მოთამაშეებს მუხლები უკანკალებდათ, ერთი ამოცანა ჰქონდათ დიდი სხვაობით არ წაეგოთ და არ შერცხვენილიყვნენ. ეს თებერვალში მოხდა. გერმანელებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს, 8:64 განადგურდნენ. როგორც მიხვდით, ლაპარაკია სარაგბო დაპირისპირებაზე.

ახლა გერმანელები თბილისში გვეწვივნენ და ამჯერად ისინი სარგებლობენ ფავორიტის სტატუსით.

ჩვენი მიზანია, ღირსეულად დავხვდეთ, ვებრძოლოთ და არ შევრცხვეთ ისე, როგორც ეს 2014 წელს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს დაემართა. რაგბისგან განსხვავებით, ფეხბურთში ფავორიტი აუტსაიდერს ყოველთვის ვერ უგებს, რაგბისგან განსხვავებით, კლასის გადაფარვა სწორი ტაქტიკით, ბრძოლითა და თავს ზემოთ
ახტომით შესაძლებელია.

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს (რომელსაც 29 მარტს ვეთამაშებით) ხომ საქართველოსთან შედარებით ერთადერთი პლუსი აქვს კლასი. თორემ არც რაოდენობითაა მეტი, არც წონით, არც სიმაღლით.

ასევე იხილეთ:
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ მინდა არაფერი 3 ბურთზე მეტი არ გაუშვათ ოღონდ!
0
ძალიან კარგია!!!ეს მუდმივად უნდა უმეორონ მწვრთნელებმაც,ახლობლებმაც და ყველამ!ერთადერთი რისი დანახვაც უბრალო გულშემატკივარს სურს:თადადებაა!ჩვენმა რაგბისტებმა დიდი ანგარიშით წააგეს ირლანდიასთან,მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის რომ მათ ცუდათ ითამაშეს!!!მათ ყველაფერი გააკეთეს...
დავით ცხამელი
19:21 29-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული