მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია თბილისში დანაკლისით მოდის

AutoSharing Option
29 მარტს, ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები გერმანიას უმასპინძლებს.

მატჩის წინ გერმანიის ნაკრებმა დანაკარგი განიცადა. როგორც იოახიმ ლიოვის ასისტენტმა თომას შნაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი და შემტევი ნახევარმცველი ქარიმ ბელარაბი თბილისში ვერ ჩამოვლენ.

ბელარაბის გამოკლების მიზეზი გრიპის ვირუსია, ხოლო "ბაიერნის" მცველი ბადშტუბერი, რომელიც ავსტრალიასთან თამაშში ნაკრებს 2,5-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა, ტრავმირებულია - მას კუნთი დაეჭიმა.

"არაფერია დრამატული. ჰოლგერს დაზიანება იმ ადგილის სიახლოვეს აქვს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. ასე რომ, მისი ჯანმრთელობით ვერ გავრისკავთ. ის ჩვენი გუნდის გეგმებში რჩება", -
განაცხადა შნაიდერმა.

იოახიმ ლიოვმა გადაწყვიტა, გამოკლებულთა ნაცვლად არავინ დაამატოს. ასე რომ, გერმანიის ნაკრები საქართველოში 21 ფეხბურთელით მოდის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გერმანიის საქმე წასულია. საქართველოს მხოლოდ ბადშტრუბერით თუ გაუმკლავდებოდნენ. გიხაროდეს საქართველო. ძრწოდე გერმანია.
gela
18:14 27-03-2015
0
გერმანიამ მეორე ლიგის ნაკრები რომ ჩამოიყვანოს იმით მოგვიგებენ უპრობლემოდ! რა დანაკლისზე ლაპარაკობთ თუ ძმა ხარ...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული