საქართველოსთან ფრე სიზმარშიც კი კოშმარია! - იოახიმ ლიოვის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
28 მარტს, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა საქართველოსთან ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, სასტუმრო "რედისონის" საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

"თბილისში ძალიან გულისხმიერი დახვედრა მოგვიწყვეს. საქართველოსა და გერმანიას ფეხბურთის საკითხში კარგი უერთიერტობა აქვთ. ჩემს მშობლიურ ქალაქ ფრაიბურგში თამაშობდნენ ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი. ამასთან, კლაუს ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულისხმიერი დახვედრისთვის.

პოლონეთთან შარშანდელი წარუმატებლობის შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია წელს წარმატებით ვითამაშოთ. მომდევნო მატჩში სამი ქულა უნდა
ავიღოთ და ხვალ ამის გაკეთებას ვაპირებთ.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს დაცვაში. გვახსოვს ესპანეთსა და საფრანგეთთან თქვენი მატჩები. ჩვენ თავდასხმაში გაცილებით მეტი შრომა დაგვჭირდება, ვიდრე ავსტრალიასთან ახლახან ჩატარებულ შეხვედრაში. მოგება არც ისე ადვილი იქნება. სამი ქულის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.

ქართველები ევროპის ლიგებში თამაშობენ და ასე ადვილად არ მოგვცემენ მოგების საშუალებას. ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია, შინ სამი ქულით დავბრუნდეთ. ვეცდებით, საქართველოს ნაკრებთან გაცილებით უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე ავსტრალიასთან მატჩში ვითამაშეთ
Sportall.Ge
ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, ბევრი ქომაგი იქნება და ამას უნდა გავუმკლავდეთ, გულშმეატკივარი ხომ ძალიან დიდი ფაქტორია.

რაც შეეხება შვაინშატაიგერს, მას წამყვანი როლი ექნება. ჩვენი მთავარი ძალა მთლიანად შეტავაში იქნება გადატანილი. ჩვენთვის იმდენად ტაქტიკას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც სივრცის გადანაწილებას და პერსონალური დავალებების სწორად შესრულებას.

ჩვენი მიზანი არა მხოლოდ საქართველოსთან მატჩის, არამედ საკვალიფიკაციო ჯგუფის მოგებაა. საქართველოს ნაკრებთან ფრე რომ დამსიზმრებოდა, ეს ჩემთვის ნამდვილი კოშმარი იქნებოდა", - თქვა ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-გერმანიის მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
ტონი კროოსი: თბილისში ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს
მკითხველის კომენტარები / 12 /
გაბრაზებული გერმანია???მტრისას.დაგვერხა.3:0-თუ აკმარეს ჩვენს ფარჩაკ ნაკრებს მადლობა გვექნება სათქმელი.თუ არა და მოვემზადოთ უფრო დიდი ანგარიშით წაგებისთვის.არ მინდა,მაგრამ მაინც ასე მოხდება.
mamulo
14:29 28-03-2015
0
მე დამესიზმრა.
koshmari
15:49 28-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული