ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 მარტს 17:00 საათზე გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა "დინამო არენაზე" პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ვარჯიშის დაწყებისთანავე მოედანზე ქართველი ახალგაზრდა გულშემატკივარი შევარდა და ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა, გადაეხვია, შემდეგ დაიჩოქა და ფეხებზე ხელებით შეეხო.

ახალგაზრდა ადამიანი ამის შემდეგ დაცვამ სტადიონიდან გადაიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
თქვენი ვითომ.... მაგ ბიჭმა!!! რა ....თ საქმე? ეს ...ი ნახე რაა:)))
Dato
04 აპრილი 2015 16:02
0
ორივე მუხლზეა დაცემული, ამას საქართველოში დაჩოქება ჰქვია, ბიჯო!
terasini-ს
31 მარტი 2015 12:26
0
"ლაშას" შენისთანა ავადმყოფი ტვინგადაბრუნებული ტუტუცი რომ აქეთ გონებახსნილობის ლექციას გიკითხავს და თან ნერვებიც კი ეშლება იქ სადაც ერის ღირსების საკითხია ჯოჯოხეთის ცეცხლადა ვარ ქცეული. ყოველდღე იუტუბში შეეთრიე და გიორგი ანწუხელიძეს უყურე სანამ "ჟესტების" ხალისი არ დაგეკარგება.
1921
30 მარტი 2015 22:24
0
არ მიყვარს გერმანიის ნაკრები, არც შვაინშტაიგერი. არც მე მომწონს როცა უჩოქებენ, მითუმეტეს როდესაც მოწინააღმდეგე გუნდს გულშემატკივრობენ, მაგრამ უფრო მეტად არ მომწონს ვითომ ვაჟკაცები რომ წამოჭიმავენ თავს და უვიცობის აღლუმს რომ გვთავაზობენ. არც დაჩოქება იყო იქ და არც ფეხზე კოცნა. ვითომ ჟურნალისტი წერ თავხედურად ტყუილს და ბრბოს ეფექტის იმედი გაქვს. შენნაირი გაუნათლებლები რომ არიან საქართველოში იმიტომაა ასე რომ მივიწევთ წინ. სანამ სტატიას დაწერ სადმე წაიკითხე მაინც რა არის საფეხბურთო ჟესტი, თუ კითხვა არ გეხერხება იუტუბზე ნახე შენ გაჭირვებულო!
ლაშა
30 მარტი 2015 20:23
0
მაგის ჯიში მაგავეზე უნდა შეწყდეს
გიორგი
30 მარტი 2015 17:39
0
ბიჯო არ დაუჩოქია ამბავშვს....ბუცებზე სიმბოლურად შეეხო....გერმანელი კომენტატორიც ამას ამბობს ....რა გამოიყვანეთ სამშობლოს მოღალატე და გამყიდველი....ტქვენ აზზრზე თუ ხართ საერთოდ....და საერთოდ ამ ბოლო დროს მანდ ყველას ცოტნე დადიანი გონია თავი...
terasini
30 მარტი 2015 17:10
0
მესმის, რომ ფანი ხარ მისი, მესმის, რომ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ეს ფეხების ლოკვა რას გამოხატავს, რომ უკვე მონური სულით ხარ შეპყრობილი? აი ქვეყანას, რომელსაც არანაირი იდეოლოგია, პატრიოტიზმი არ გააჩნია და ახალგაზრდებს მარაზმში ზრდიან რეზულტატიც ეს არის.
მარინა
30 მარტი 2015 16:54
0
არასოდეს არავის არ დაუჩოქო შვილო ღმერთის გარდა.
g.a.
30 მარტი 2015 16:09
0
ამ ვიდეოში ჩანს რომ ფეხზე აკოცა?მგონი ბუცებზე მოეფერა, საყვარელ ფეხბურთელთან ჩახუტების შანსი ქონდა და არ გამაზა, აბა ვინმე პოლიტიკოსს ჩახუტებოდა ასე თუ გამწარდებოდით, ცოტა დროვერ შეარჩია ცუდი თორე სამარცხვინო არაფერი გაუკეთებია,
დემი
30 მარტი 2015 09:01
0
ქართველი კაცი, თავმოყვარე , სამშობლოსა და ერის მოყვარე ჩემი აზრით ასე არ უნდა გამოხატავდეს პატივისცემას მეტოქის მიმართ, მით უმეტეს მაშინ როდესაც ის ჩამოსულია შენი საკუთარი ,,ეროვნული ნაკრების,, წინააღმდეგ სათამაშოდ. გასაგებია რომ მოსწონს შვაინსშტაიგერი როგორც ძლიერი ფეხბურთელი, მაგრამ პატივისცემის ასეთი მძაფრი ფორმით გამოხატვა რბილად რომ ვთქვათ მდაბიო საქციელია.
ახლა მეორე, ქართველებს ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გვყავდა და ახლაც გვყავს, საინტერესოა როდესმე თუ დაუჩოქია ამ პიროვნებას არველაძისთვის, კალაძისთვის,ქინქლაძისთვის,კობიაშვილისთვის,ქეცბაიასთვის და ა.შ. ერთხელ მაინც თუ ასულა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის საფლავზე მის პატივსაცემად, ერთხელ მაინც თუ გახსენებია გაბელია, სულაქველიძე, გუცაევი,ჩივაძე,შენგელია,მესხი და მრავალი სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები. მაგრამ არა გერმანელი ხომ სულ სხვაა :) მისი ნახმარი მეორადი ტანსაცმელი უნდა გვეცვას, მის ნახმარ მეორად მანქანაში უნდა ვიჯდეთ და რომ ჩამოვლენ ფეხებიც უნდა დავუკოცნოთ. აბა როგორ გვინდა ევროინტეგრაცია :)
irakli
30 მარტი 2015 02:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული