წერილი ფანისგან, რომელიც შვაინშტაიგერს ვარჯიშზე გადაეხვია... [VIDEO]

AutoSharing Option
უკვე მთელი მსოფლიო მოიარა ფოტომ, "დინამო არენაზე", გერმანიის ნაკრების ვარჯიშის დროს, მსოფლიო ჩემპიონების კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერს მოედანზე ახალგაზრდა ქართველი გულშემატკივარი რომ შეუვარდა, გადაეხვია და ფეხებზე ხელებით შეეხო.

"ლელოს" იმ ახალგაზრდის მამა დაუკავშირდა და შვილის წერილი გადმოსცა. ამ ახალგაზრდას ლევანი ჰქვია, მაგრამ საკუთარი პერსონის გარშემო აჟიოტაჟს ერიდება და ამიტომ გვარის გამხელა არ ისურვა.

"ყოფილი ფეხბურთელი ვარ, "საბურთალოს" 1997-წლიანების გუნდში ვთამაშობდი და ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების კანდიდატიც ვიყავი. უზომოდ მიყვარს ფეხბურთი და სულ მსურდა, რაღაც
ფორმით ამ სამყაროსთან ახლოს ვყოფილიყავი.

ამ მატჩისთვის მედიამოხალისეობაზე რეკომენდაცია მამუკა კვარაცხელიასთან გამიწიეს. ის გამესაუბრა, შეამოწმა ჩემი ინგლისურის ცოდნა, მომცა რამდენიმე დავალება და შევეცადე, კარგად შემესრულებინა.

სტადიონზე რამდენიმე მოხალისე იყო, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. მე ერთ-ერთ მათგანთან, მამუკა კუკულაძესთან ერთად დამევალა, რომ 15 წუთით, ვარჯიშის დასაწყისიდან მის დახურვამდე მედიისთვის ფოტოგრაფების შემომსაზღვრელი თოკი დამეჭირა.

თავიდან ინსტრუქციას ზუსტად ვასრულებდი, შემდეგ კი ემოციებმა მძლია და ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან, შვაინშტაიგერთან მივიჭერი, მოვეხვიე და ბუცებზე ხელი დავადე.

ძალიან განვიცდი, მოვალეობა რომ ვერ შევასრულე და ბატონ მამუკას, სხვა მოხალისეებსა და მატჩის ორგანიზატორებს უხერხულობა და პრობლემები შევუქმენი.

მე ქართველი ვარ და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის გულშემატკივრობა გულშიც არ გამივლია", - ამბობს ლევანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ალეკო კეკულარიასნაირ ჟურნალისტებს რომ აბლატავებთ იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად
კოტე
00:21 15-05-2015
0
Kidev erti dachoqeba didi sircxvili saqartvelos uaxlesi istoriashi
Ufalo daifare saqartvelo.da aravis fexebtan axarasodes davichoqot...
gocha
02:35 03-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული