16:32 31-03-2015
ქომაგი, რომელმაც კანკავას დაუჩოქა: სისწრაფეში ვაჯობე და ჩავძვერი საიდანღაც [VIDEO]
AutoSharing Option
ქომაგი მოედანზე მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შევიდა.
ტელეკომპანია TVS-ის გადაცემაში ქართველმა გულშემატკივარმა წამყვანის კითხვაზე: "როგორ აღმოჩნდი მოედანზე? საიდან მოახერხე შესვლა?" არდიშვილმა უპასუხა:
"ეს კითხვა ბევრჯერ დამისვეს. ნუ დააბრალებენ ამას დაცვის წევრებს. მე სპორტსმენი ვიყავი, კონკრეტულად კი, ფეხბურთელი და უბრალოდ, სისწრაფეში ვაჯობე და ჩავძვერი საიდანღაც. იმ ადამიანებს ნურაფერს მოსთხოვენ, ეს იყო ჩემი სპორტულობის შედეგი".
არდიშვილის თქმით, მან მოედანზე შევარდნის გადაწყვეტილება გასულ დღეს მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე ქართველი ქომაგი მოედანზე შევიდა და ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა.
"მე ეს გადაწყვეტილება წინა დღეს მომხდარი ინციდენტის გამო მივიღე. მე იმ ადამიანს არც ვაკნინებ და არც შეურაცხყოფას ვაყენებ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის სტივენ ჯერარდი, თუმცა, ის რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაშობდეს, მე ჯერ ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვიქნები და შემდეგ - მისი", - თქვა არდიშვილმა.
ასევე იხილეთ:
წერილი ფანისგან, რომელიც შვაინშტაიგერს ვარჯიშზე გადაეხვია... [VIDEO]
თვალსაზრისი: ნუ დაუჩოქებ!..
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თქვე უნამუსოებო როგორ ბედავთ ამ ბიჭზე ხმის ამოღებას ხმაა ხელი არ ახლოთ ამ ბიჭს ეს ბიჭი გმირია მთელს სირცხვილი მოსწმინდა! ვინც ამ ბიჭს გაამტყუნებს სტადიონზე მიშვება აღარ უნდა აღირსო!
0
0
მახსენდება, დინამოზე ლივერპულთან პირველი გოლის შემდეგ მოედანზე გადმოსულ გულშემატკივრებთან დათო ყიფიანის მოქმედება, რომელიც საკმაოდ მკაცრი იყო და სწორიც. ასევე რომ მოქცეულიყო კანკავაც, დანარჩენი 6 კაცი მოედანზე აღარ გადმოვიდოდა. თუმცა კანკავას რას ვერჩი, აგერ ტელევიზიაში მიუწვევიათ პირველი შემომჭრელი, რომელსაც ვერ გაუგია, რატომ გადმოვიდა მოედანზე დანარჩენი 6. მინაშვილსაც არ ქონია მაინცდამაინც მკვეთრი კომენტარები შემოჭრებთან დაკავშირებით. ეს ხალხი თუ არ დაისაჯა, (ალბათ ფულადი ჯარიმა) შემდეგ თამაშზე გადმოვა 14 ვაიგულშემატკივარი და ამაში დამნაშავე იქნებიან სტადიონის სამსახურთან ერთად ჟურნალისტებიც.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული