კახა ცხადაძის სანაკრებო სია: აბსოლუტურად ოპტიმალური!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 3 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება.

9 ივნისს ცხადაძის შეგირდები ავსტრიულ ქალაქ ლინცში, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან უკრაინას, 13 ივნისს კი, ვარშავაში, პოლონეთის უპირველეს გუნდთან ევროშესარჩევ შეხვედრას ჩაატარებენ.

ამ ორი მატჩისთვის ცხადაძემ ეროვნულ გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო. პირდაპირ უნდა ვთქვათ - დღეს არსებულ სიტუაციაში სანაკრებო სია ოპტიმალურია. აქ ყველა ის ფეხბურთელია, რომელთა იმედიც ამ ეტაპზე შეიძლება გვქონდეს.

რა არის ამ ფორმაციის სანაკრებო სიის თავისებურება? უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვარჩიოთ გოგიტა გოგუასა და
კახა ალადაშვილის
დაბრუნება. ორივე ხაბაროვსკის "სკა ენერგიის" ფეხბურთელია.

გოგუას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და ამით ძალიან ფასეულია საქართველოს ნაკრებისთვის. ის ახლა იმ ასაკშია (31 წლის), როცა ოდინდელი ჭირვეულობა დავიწყებული უნდა ჰქონდეს.

თითქმის გოგუას კბილა ალადაშვილი კი ისეთი მარჯვენა მცველია, შეტევაში ჩართვა რომ უყვარს და ცხადაძის ხედვებს, წესით, ზედმიწევნით უნდა მოერგოს. ამას გარდა, ალადაშვილს "სტანდარტულების" კარგად შესრულებაც შეუძლია.

აღვნიშნავდით ნაკრებში გამოცდილი ლაშა სალუქვაძის ყოფნასაც, ბაქოს "ინტერის" უკანახაზელს ცხადაძე ხომ კარგად იცნობს...

თვალში გვხვდება ის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში არ არიან ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები. ჩვენს პირველობაზე მოთამაშეთაგან, ვინც ასე თუ ისე პასუხობს სანაკრებო მოთხოვნებს, ყველა ახალგაზრდაა. ისინი მშვიდად უნდა იყვნენ - მათი დროც მალე დადგება; და მეორეც - ისინი ახლა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს სჭირდებიან სან მარინოსთან ევროშესარჩევ მატჩში.

სიაში არ არის გიორგი მერებაშვილი, ვინც სამომავლოდ ასევე უნდა გამოადგეს ეროვნულ გუნდს. დღეს ის უკლუბოდაა.

დაბოლოს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობასაც გავეცნოთ:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ოთელოსი", კვიპროსი);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - "ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), კახა ალადაშვილი ("სკა ენერგია", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გოგიტა გოგუა ("სკა ენერგია", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი).

ბოლოს კი დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
არცერტი საქარტველოს გუნდიდან რომ არააა ;D
VaKo
30 მაისი 2015 09:46
0
თუ რამე ობიექტური მიზეზი არ არსებობს, ძალამიძის არ გამოძახება უდიდესი შეცდომაა. სალუქვაძე კიდევ საჯაროდ მაინც მოერიდოს სიგარეტის მოწევას, პარაოზივით რო ეწევა ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში(ტეხავს, გულშემატკივარს მაინც სცეს პატივი). დანარჩენი ამ მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობაა.
georgiano
30 მაისი 2015 02:28
0
31 მაისს, 3და 7 ივნისს ამ იაგელოანს უმნიშვნელოვანესი თამაშები აქვს პოლონეთის ჩემპიონატში და ალბათ მაგიტომ არაა ნაკრებში. აცალეთ ამ კაცს ჯერ ხო უნდა ნახოს ყველა ფეხბურთელი, თქვა ამ დინამოს ბიჭებზე საბადოა ძალიან მაგრები არიანო, მაგრამ ჯერ ახალგაზრდულში ითამაშონო, თან ახლა ისინიც შესარცევს იწყებენ და ნელ-ნელა შემიყვნს მაგათაც. თავის თავის მტერი ხომ არ არის მოთამაშეებს არ დაუძახოს, მაგრამ სწორსაც შვება რომ ფრთხილობს ეგრევე ყველას ერთიანას შემოყვანას, გახსოვთ ეგეთმა ექსპერიმენტმა რა უქნა არანაკლებ კარგ თაობას (განუგრავა, გოცირიძე, წინამძღვრიშვილი... სად არიან დღეს????
მესები
29 მაისი 2015 17:59
0
კარგი შემადგენლობაა წარმატებები ბიჭებს გფარავდეთ უფალი
giorgi
29 მაისი 2015 16:40
0
ძალამიძე არა?
ორი დღის წინ პოლონეთის ჩემპიონატში დაგლიჯა. "ვისლას" ფაქტიურად მარტომ მოუგო.
თან პოლონეთს ვეთამაშებით.
რა ვიცი... რა ვიცი...
ლადო ნაცვლიშვილი
29 მაისი 2015 15:43
0
ეს კაციც იმას იძახის რო ნაკრებს იმის ფუფუნება არა აქვს კლუბივით მხოლოდ მომავალზე გააკეთოს აქცენტი, დღეს ვინც ფორმაშია იმან უნდა ითამაშოს ასაკის და ამბიციების მიუხედავათო.
ეროვნული ჩემპიონატიდან ვინმეს გამოძახება უფრო დიდი უზნეობა იქნებოდა იმის გათვალისწინებით რაც იქ/აქ ხდება როგორც საფეხბურთო ისე არასაფეხბურთო კუთხით...
გოგუა კიდე ყველაზე კაი ფორმაშია ვაკოს , კაშიას და ყენიას შემდეგ. იმედია საკმარისი სათამაშო დრო დაეთმობა
irakli apkhaidze
29 მაისი 2015 15:32
0
მდაა
irakli apkhaidze
29 მაისი 2015 15:30
0
გოგუას გამოძახება სამართლიანობის აღდგენის პონტია?
sergi
29 მაისი 2015 13:43
0
ახალგაზრდებს ახლა თუ არ გამოიძახებს, როცა ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს და რეალურად ეს შესარჩევი, მომდევნოსათვის მოსამზადებელი ეტაპია, მაშინ როდის უნდა გამოიძაოს ?
Giorgi
29 მაისი 2015 13:35
0
არავინაა ეროვნული ჩემპიონატიდან.
ეგ უკვე უზნეობაა..
გუადუა
29 მაისი 2015 13:15
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული