სამწუხაროდ, გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდში გამოძახებულია თბილისის "დინამოს" მცველი ლაშა თოთაძე.
ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდებიან გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა დვალი, ლევან ყენია და მათე ვაწაძე.
უახლოეს ორ შეხვედრაში ნაკრებს ვერ დაეხმარება კაპიტანი ჯაბა კანკავა. ის პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და არც მანამდე, უკრაინასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს.
"ჩვენ გვინდოდა, რომ ჯაბა
ჯაბას არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მე მას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ამხანაგურ მატჩში უმჯობესი იქნებოდა, მის პოზიციაზე ის ფეხბურთელები გამოგვეცადა, რომლებმაც მოგვიანებით უკვე პოლონეთთან უნდა ითამაშონ", - განმარტა ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ.
ვერაფერს იტყვი - რკინის ლოგიკაა და ისიც კარგია, მწვრთნელი და კაპიტანი გადაწყვეტილებას ერთობლივად რომ იღებენ.
ახალი ამბავია - ცხადაძის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს გიორგი ჩიხრაძე. ის 2011 წლიდან წარმატებით წვრთნიდა აზერბაიჯანულ "სიმურგს". 47 წლის სპეციალისტი ცხადაძის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს. როგორც იცით, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში უკვე მუშაობენ გია ცეცაძე და მილოშ იევტიჩი.
ჩიხრაძე თავის დროზე ასევე წარმატებით წვრთნიდა თბილისის "ამერს", მერე კი კახა ცხადაძეს ეხმარებოდა "ინტერში".
ფოტოზე: ცხადაძემ და ჩიხრაძემ "ინტერში" დსთ-ის თასი ერთად მოიგეს
9 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ ლინცში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს უკრაინის ნაკრებთან, 13 ივნისს კი, 20 საათზე, ევროშესარჩევ მატჩში დაუპირისპირდება პოლონეთს. თამაში ვარშავაშია დანიშნული.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: გიორგი ლორია (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ოთელოსი, კვიპროსი);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - ინტერი, აზერბაიჯანი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა თოთაძე (დინამო, თბ), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), კახა ალადაშვილი (სკა ენერგია, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა, თურქეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), კახა მახარაძე (ფახთაქორი, უზბეკეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), გოგიტა გოგუა (სკა ენერგია, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას საქართველოს ნაკრებს, მჯერა ეს გუნდი და ეს მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში წარმატებას მიაღწევენ
აბა თქვენ იცით, ბიჭებო!