პოლონელთა თავკაცი: საქართველოს ახლა სხვა მწვრთნელი ჰყავს და სხვა სათამაშო სისტემა აქვს

AutoSharing Option
13 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩს გამართავს, კახა ცხადაძის გუნდი პოლონეთს ესტუმრება.

პოლონელთა თავკაცმა ადამ ნავალკამ მატჩის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:

"ფეხბურთელები უკვე მზად არიან საქართველოსთან მატჩისთვის. მათ არ უნდათ ფანებს გაუწბილონ იმედები. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს.

ჩვენი სურვილია შეტევა და გოლების გატანა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ დაცვა, ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ.

გამარჯვების გვჯერა, მაგრამ სულ სხვა თამაში იქნება, ვიდრე თბილისში. ვიცი, რომ ბიჭებს ეს კარგად ესმით.

ქართველებს ახალი მწვრთნელი და ახალი
სათამაშო სისტემა აქვთ. მათგან უფრო დაცვით თამაშს ველით.

ეს გამარჯვება საბოლოო მიზნის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში შინ 0:4 წააგო პოლონეთის ნაკრებთან. ამ თამაშის შემდეგ პოსტიდან გადადგა თემურ ქეცბაია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მახსოვს 60-ან და70-ანი წლების დასაწყისში,ევროპისა და მსოფლიოს სხვა ნაკრებები პოლონეთთან გულაობდა.
navalkas
19:34 05-06-2015
0
რატომღაც მგონია ბევრად უკეთესად ვითამაშებთ, ვიდრე ნავალკას ჰგონია.
Merabi
16:19 05-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული