ლევანდოვსკი VS ბლაშჩიკოვსკი - დაპირისპირება პოლონეთის ნაკრებში

AutoSharing Option
13 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩს გამართავს, კახა ცხადაძის გუნდი პოლონეთს ესტუმრება.

მატჩის წინ პოლონელებს გარკვეული საკადრო პრობლემები აქვთ - შეიძლება ვერ ითამაშოს ნახევარმცველმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა. "სევილიას" ფეხბურთელს დიდებული სეზონი აქვს, ახლახან მან გოლიც გაიტანა ევროპალიგის ფინალში "დნიპროს" კარში.

მწვრთნელი ადამ ნავალკა იმედიანადაა:

"ყოველდღიური კონტაქტი მაქვს კრიხოვიაკთან. ის უკეთ არის და შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ ითამაშოს კიდეც. მისი ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული.

***
ნავალკამ საბოლოო სია დაასახელა და ბევრის გასაკვირად, სიაში მოხვდა ყოფილი კაპიტანი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (დორტმუნდი).

"დიდი
ხნის არყოფნის შემდეგ, ვფიქრობ, ის არ გააფუჭებს ნაკრებში ატმოსფეროს. კუბა გამოცდილი ფეხბურთელია და მხოლოდ სპორტულ ასპექტს მიაქცევს ყურადღებას. სანამ მას მოწვევას გავუგზავნიდი, დორტმუნდში ჩავედი და ვესაუბრე. ბლაშჩიკოვსკის მე საქართველოსთან მატჩში ფლანგზე ვხედავ, სადაც მას დიდი პოტენციალი გააჩნია", - განაცხადა ნავალკამ.

მკითხველისთვის რომ უფრო გასაგები გახდეს, იაკუბ ბლაშჩიკოვსკისა და პოლონელთა ამჟამინდელ კაპიტან რობერტ ლევანდოვსკის შორის დიდი დაპირისპირებაა. ეს ყველაფერი კი სწორედ ნაკრებში კაპიტნის სამკლავურის გამო დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული