საქართველოს ნაკრები ავსტრიაში მზადებას აგრძელებს [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძე და თორნიკე ოქრიაშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ შეკრებას აგრძელებს. კახა ცხადაძის შეგირდებმა, რომლებიც ავსტრიის დაბა ვინდისგარშტენში არიან დაბანაკებულნი, 5 ივნისს მორიგი ვარჯიში გამართეს.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ნაკრებს კი მხოლოდ დანიური "ორჰუსის" შემტევი მათე ვაწაძე აკლია, რომლის გუნდიც დღეს, 6 ივნისს, ჩემპიონატის ბოლო მატჩს გამართავს. ვაწაძე ნაკრებს 7 ივნისიდან შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 9 ივნისს, ლინცში, ამხანაგურ მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება, 13 ივნისს კი ვარშავაში ევროშესარჩევ შეხვედრას ჩაატარებს პოლონეთთან.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლორია
("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ოთელოსი", კვიპროსი);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - "ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), კახა ალადაშვილი ("სკა ენერგია", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გოგიტა გოგუა ("სკა ენერგია", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი):
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი).
მკითხველის კომენტარები / 8 /
luka შენ ალბათ მამია გავაშელიშვილზე ამბობ?!
გენო
07 ივნისი 2015 20:34
0
ლორია. ნავალოვსკი მარცხნივ. დვალი კირკველია ცენტრი. ალადაშვილი მარჯვნივ.. კანკავა საყდენი, ყენია ვაკო შუაში. კობახიძე ოქრია კრაებზე და მჯედლიძე წინ
nodarichi123
07 ივნისი 2015 10:57
0
რა გბოღმავთ,რაც გვყავს ეს არის,ასაკი აქ არაფერ შუაშია,ფეხბურთი უნდა ითამაშონ და ყველა ღირსეული აქ არის თავის მწვრთნელიანად,უქომაგეთ და გაამხნევეთ,თუ გიყვართ სამშობლო და ფეხბურთი.არცერთი ღირსეული ადამიანი არ იკადრებს იმას რასაც ზოგიერთები კადრულობთ და წინასწარ უქმნით ფეხბურთელებს უარყოფით აურას.წინ საქართველო
vaxvax
07 ივნისი 2015 07:33
0
პენსიონერების ნაკრები.
Nugzari
07 ივნისი 2015 03:37
0
პენსიონერების ნაკრები.
Nugzari
07 ივნისი 2015 03:36
0
საქართველოს ფეხბურთის ეგრეთ წოდებული ეროვნული ნაკრებს უნდა ეწოდოს ,,ეროვნული ... საძმო,,
bibiluri
06 ივნისი 2015 21:26
0
უმაღლესი ლიგა ხო სასწაული დონისაა :D ეხა კიდე პირველი ლიგა გვაკლია :D
ika
06 ივნისი 2015 17:01
0
პირველ ლიგაში 40 ზე მეტი გოლი რო გაიტანა იმ ბიჭს რატო არ იძახებენ? მისცენ შანსი 40 გოლი ცოტაა?
luka
06 ივნისი 2015 16:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული