ვლადიმერ გუცაევი: ძალიან გვაკლია სისწრაფე, ახალი ფეხბურთელებია მოსაძებნი!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ვარშავაში განცდილი მარცხის შეფასება ვთხოვეთ თბილისის "დინამოს" ლეგენდას, ნაკრების ყოფილ დამრიგებელ ვლადიმერ გუცაევს:


- პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ცუდად არ გამოიყურებოდა.

ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა: ხუთმცველიან ტაქტიკას, რომლითაც ნაკრებმა ითამაშა, სჭირდება ძალიან სწრაფი წინახაზელები, რისი დეფიციტიც არის დღეს საქართველოს ნაკრებში. ოქრიაშვილი, ანანიძე, კობახიძე - ამ ფეხბურთელების მთავარი კოზირი სისწრაფე არ არის.

მათე ვაწაძე ძალიან კარგი ფორვარდია, მომწონს მისი თამაში, მაგრამ არც ის არის სწრაფი.

დავაკვირდეთ, რა ტენდენციაა დღეს მსოფლიო ფეხბურთში. ასეთ
დროს ორიენტირად უნდა ავიღოთ მსოფლიოს წამყვანი გუნდები. ჩვენ ვიცით, რა სისწრაფით ავითარებს კონტრშეტევებს "ბარსელონა". მოდიან და მოაქვთ ყველაფერი... იგივე "რეალი"... კატალონიელთა სამეული, ჩემი აზრით, იმით სჯობს მადრიდელთა ტრიოს, რომ ბენზემა ვერ არის საკმარისად სწრაფი.

ეს ციკლი ჩავარდნილია და ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ, თუნდაც, მომავალი შესარჩევისთვის მოსაძებნია ახალი ფეხბურთელები.

- თქვენი აზრით, რა მოხდა ბოლო წუთებზე?
- მომხდარს მე ფსიქოლოგიური მომენტით ავხსნი. ერთი ბურთით ვაგებდით, იყო ქულის აღების შანსი და გავიხსენით. პოლონელებს ძალიან სწრაფი, უმაღლესი დონის ფორვარდები ჰყავთ - ლევანდოვსკი თავისთავად და მილიკიც ძალიან მაგარია. ჭკუით თამაშობს.

- გვაქვს კი იმის რესურსი, რომ საქართველოს ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოჩდნენ?
- ძალიან მომწონს თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, ასევე - გიორგი პაპუნაშვილი. მახარებს ის, რომ ნაკრებში ჩაეწერა ვაკო ყაზაიშვილი. მან იცის ფეხბურთი, პასი, ბურთის გაჩერება...

- რას უნდა დავაბრალოთ ჩვენი მოთამაშეების ბევრი ზედმეტი მოძრაობა?
- ზედმეტი მოძრაობები არის იქ, სადაც არის სათამაშო კლასის ნაკლებობა. სადაც გადაწყვეტილება მისაღებია წამის მეასედში, იქ ჩვენ საამისოდ წამის მეათედს ვხარჯავთ.

კახა ცხადაძეს დრო სჭირდება. ის "ფოკუსს" ვერ ჩაატარებს და არც ჯადოსნური ჯოხი აქვს, რომ ერთი აიქნიოს და გუნდი გააკეთოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
Zalian gtxovt batono bizina moashorwt arvelazeebi da misi shpana federacias
beqa
17 ივნისი 2015 15:19
0
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას მიხედეთ და 81 წელი ისევ განმეორდება!!!!
გუჯა კახაძე
17 ივნისი 2015 10:23
0
სისცრაფესთან ერთად ტვინი უნდა და მცვრთნელის გემოვნება და რაც მთავარია ფედერაციის გაცმენდა შლაკისაგან არველაძეების ვეტერანების თამადობით
dato
17 ივნისი 2015 08:47
0
ვოვა ის კაცია მიუნხენის ბაიერნს ფეხბურთის თამაშის ხალისი რომ დააკარგვინა და მოედანი დაატოვებინა. მადრიდში მოხდა ეს ამბავი და გუცაევის დონის გარემარბი იმ დროის მსოფლიო ფეხბურთში მეორე არ იყო. დიდი მადლობა მას განუმეორებელი საფეხბურთო სპექტაკლებისთვის.
zura
17 ივნისი 2015 08:18
0
ნეტა ერთი ფეხბურთელი მაინც გვყვავდეს გუცაევისთანა ნაკრებში ან ყფიანისთანა საერთოდ გუცაევისდროინდელი ფეხბურთელებით დაკომპლეკტებული ნაკრები რომ გვყავდეს დღეს მაშინ დავინახავდით როგორ დღეში იქნებოდა პოლონეთის ნაკრები ყიფიანს არც შევადარებდი ლევანდოვსის და არც გუცაევს რას ვიზამთ დრონი მეფობენ მაგრამ კიდევაც დაიზრდებიან როგორც ამბობენ და ასეც იქნება ნიჭი არ იკარგება ის ხალხში არის მას პოვნა და გამოჩენა უნდა
ემზარი
17 ივნისი 2015 07:17
0
გია ჭიაბრიშვილი: იყო ლაპარაკი, რომ ბიჭები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არ იყვნენ. რეალურად, ჩვენი პრობლემა ჩემპიონატის დაბალი დონიდან მომდინარეობს, რის გამოც მოთამაშეები ყველა შეხვედრაში კარგად ვერ იტვირთებიან. ამის შედეგს სანაკრებო და საერთაშორისო შეხვედრებში აწყდებიან. თორემ "ფიზიკა" ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი საკითხია.
http://www.sportall.ge/…/79656-gia-tciabrishvili-qsaburthal…

კაცი ამბობს ფიზმომზადება ადვილიაო და იქნებ ეროვნულის სამწვრთნელო შტაბი დაინტერესდეს!!!
გუჯა კახაძე
16 ივნისი 2015 22:59
0
ძლია საინტერესოა ბატონ ვოვას ანალიზი. უჭკვიანესი ფეხბურთელი იყო და თამაშებსაც გონივრულად აანალიზებს
Ivane
16 ივნისი 2015 22:41
0
გუცაევი დიდებული ფეხბურთელი იყო ბევრი სიხარული გაანცდევინა ხალხს მისი აზრი საინტერესოა ყოველთვის საყურადღებო ასე მგონია ახლაც რომ გავიდეს მინდორზე ერთ ორ კაცს კიდევ მოატყვილებს მისთვის ხომ არაფერ სირთულეს წარმოადგენდა ორი კაცის მოტყვილება ხშირად სამისაც კი
ემზარი
16 ივნისი 2015 16:53
0
მე რომ ვთამაშობდი არც სისწრაფე მეკლდა და არც ბურთის ფლობა, მაგრამ მაშინდელმა დინამოს წვრთნელები მხოლოდ ფულს ხედავდნენ მომავალი ფეხბურთელის მომავალში! სანამ კორუფცია იქნება ბავშვთა ფეხბურთში და არაპროფესიონალები იქნებიან მწვრთნელებად არაფერი გვეშველება!
ucnobi
16 ივნისი 2015 16:03
0
რა უნდა ითამაშოს გუნდმა, რომელსაც თავდასხმაში იაშვილი ყავს? სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს! )))))
dinamos
16 ივნისი 2015 15:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული